პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ
Article 40^15. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ კონსულტაციის გაწევა და საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება
Consolidation №33 Verified against the current consolidation · 30 Nov 2023
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ
For information only — not legal advice.
1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ვალდებულია შესაბამისი თხოვნის არსებობის შემთხვევაში კონსულტაცია გაუწიოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს, მუნიციპალიტეტის ორგანოებს, სხვა საჯარო დაწესებულებებს, კერძო სამართლის იურიდიულ პირებსა და ფიზიკურ პირებს მონაცემთა დამუშავებასა და დაცვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე.
2. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას მონაცემთა დამუშავებასა და დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1313 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.
Closest in meaning — including in other laws
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ