1.„საქპატენტი“ უფლებამოსილია ამ კანონის 66 16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოკვლევის ჩატარება დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე დაავალოს იმ აუდიტორული ფირმებიდან ერთ-ერთ აუდიტორულ ფირმას, რომელსაც მინიჭებული აქვს საზოგადოებრივი დაინტერესების პირის აუდიტის უფლებამოსილება. დარღვევის დადგენის შემთხვევაში ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას ეკისრება აუდიტის მთლიანი ღირებულება, რომელიც გადახდილი უნდა იქნეს მისი სამართავად გაწეული ხარჯებიდან.
2.ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია მოკვლევის ჩატარებისას ითანამშრომლოს აუდიტორთან, შეფერხების გარეშე, დაუყოვნებლივ მიაწოდოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც აუდიტორი საჭიროდ მიიჩნევს. ამ ორგანიზაციის მიერ თანამშრომლობაზე უარის თქმის ან დაბრკოლების შექმნის შემთხვევაში აუდიტორი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს „საქპატენტს“, რაც შეიძლება გახდეს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისთვის აკრედიტაციის შეწყვეტის საფუძველი, ამ კანონით დადგენილი წესით.
3.აუდიტორის მიერ ჩატარებული მოკვლევის დასკვნა ეგზავნება „საქპატენტს“.
4.აუდიტორის მოკვლევის დასკვნის საფუძველზე „საქპატენტი“ მიმართავს ამ კანონის 66 16 მუხლით განსაზღვრულ ღონისძიებებს. საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3450 – ვებგვერდი, 25.07.2023წ.






