საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
Article 223^1. „ქურდული სამყაროს“ წევრობა, „კანონიერი ქურდობა“
1. „ქურდული სამყაროს“ წევრობა – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ.
2. „კანონიერი ქურდობა“ – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თხუთმეტ წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ. შენიშვნა: სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი, თუ მან ამის თაობაზე ნებაყოფლობით განუცხადა სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელ ორგანოს და მისი საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად ირკვევა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა ან/და მისი უშუალო ხელშეწყობით შეიქმნა ასეთი დანაშაულის გახსნისათვის არსებითი პირობები, თუკი მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები. პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანო. საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2355 - სსმ I, №57, 29.12.2005 წ., მუხ.439 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90 საქართველოს 2018 წლის 18 აპრილის კანონი №2152 – ვებგვერდი, 01.05.2018წ.
