პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი
Article 69. სტანდარტის ნებაყოფლობითობა და ხელმისაწვდომობა
1. საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად სტანდარტის, მათ შორის, მეთოდის, შერჩევა ნებაყოფლობითია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს მთავრობის სამართლებრივ აქტში მითითებულია კონკრეტული სტანდარტის შესრულების სავალდებულოობა.
2. პირს უფლება აქვს, გამოიყენოს საწარმოს შიდა სტანდარტი ან სხვა სტანდარტი, თუ ამით დაკმაყოფილდება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის მოთხოვნები. ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების მტკიცების ტვირთი მწარმოებელზე გადადის.
3. დეკლარირებული სტანდარტის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
4. რეგისტრირებული სტანდარტი შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1447 – ვებგვერდი, 03.04.2026წ.
