1.საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომლის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობას საქართველოს პარლამენტი გამოხატავს, საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის (ან მასთან შეერთებისათვის) წარუდგენს საქართველოს მთავრობა.
2.საერთაშორისო ხელშეკრულება რატიფიცირებისათვის (ან მასთან შეერთებისათვის) წარდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე (უცხოურენოვანი ავთენტური ტექსტის არსებობისას იგი წარდგენილი უნდა იქნეს ოფიციალურად დამოწმებულ ქართულ თარგმანთან ერთად). საერთაშორისო ხელშეკრულებას უნდა ახლდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნა საქართველოს კანონმდებლობასთან მისი შესაბამისობისა და შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნა საერთაშორისო ხელშეკრულების დადების შესაძლო საფინანსო-ეკონომიკური შედეგების შესახებ, საქართველოს შესაბამისი სამინისტროს/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის/საქართველოს პროკურატურის დასკვნა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დასკვნა საერთაშორისო ხელშეკრულების დადების შესაძლო საგარეო-პოლიტიკური შედეგების შესახებ.
3.საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების უცხო ურ ენოვანი ტექსტების ქართულად თარგმნასა და თარგმანის ოფიციალურ დამოწმებას ახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიურო (შემდგომ − თარგმნის ბიურო). 3 1 . თარგმნის ბიუროს მომსახურების სახეები, საფასურის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
4.საქართველოს მთავრობა რატიფიცირებისათვის (ან შეერთებისათვის) წარდგენილ საერთაშორისო ხელშეკრულებასთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტს წარუდგენს კანონპროექტს საქართველოს შესაბამის საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ. საქართველოს 2000 წლის 16 მაისის კანონი №301 - სსმ I, №21, 01.06.2000 წ., მუხ.55 საქართველოს 2012 წლის 13 მარტის კანონი № 5790 - ვებგვერდი, 21.
03.2012 წ. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1053 – ვებგვერდი, 23.09.2013წ. საქართველოს 2015 წლის 16 დეკემბრის კანონი №4645 - ვებგვერდი, 28.12.2015წ. საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2620 – ვებგვერდი, 06.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3572 – ვებგვერდი, 20.11.2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3810 - ვებგვერდი, 13.12.2018წ. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4082 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.






