საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ
Article 4. მნიშვნელოვანი სისტემა
1. ამ კანონის მიზნებისთვის საზოგადოების ნდობის, საგადახდო სისტემის, ფინანსური სისტემის სტაბილურობის შესანარჩუნებლად ან/და საგადახდო სისტემის სოციალური ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესით საგადახდო სისტემას მიანიჭოს სისტემურად მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის ან გამორჩეულად მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის სტატუსი, აგრეთვე განსაზღვროს სისტემურად მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემისა და გამორჩეულად მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის კრიტერიუმები და ამ სისტემის ან/და მისი ოპერატორის მიმართ, მათ შორის, კაპიტალისა და აქტივების მიმართ, დაადგინოს მოთხოვნები.
2. ცენტრალური დეპოზიტარის და ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორების სისტემა წარმოადგენს სისტემურად მნიშვნელოვან სისტემას. ცენტრალური დეპოზიტარი ვალდებულია დაიცვას სისტემურად მნიშვნელოვანი სისტემის მიმართ დადგენილი მოთხოვნები. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4199 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №446 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1897 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022წ.
