1.ყველა საგზაო მოძრაობის მონაწილემ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოებისას და მასზე გავლისას, კერძოდ: ა) სატრანსპორტო საშუალების უნდა მოძრაობდეს ზომიერი სიჩქარით; ამასთანავე, რკინიგზის ლიანდაგზე გადასვლისას მძღოლმა უნდა ისარგებლოს მხოლოდ და გზა უნდა დაუთმოს მატარებელს (ლოკომოტივს, დრეზინას); ბ) მიუხედავად მაშუქი და ხმოვანი სიგნალების მითითებისა, არცერთი საგზაო მოძრაობის მონაწილე არ უნდა შევიდეს რკინიგზის გადასასვლელზე, რომლის შლაგბაუმი ან ნახევარშლაგბაუმი დაკეტილია, იკეტება ან იწევა; გ) მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავი სიგნალის დროს არცერთი საგზაო მოძრაობის მონაწილე არ უნდა შევიდეს რკინიგზის გადასასვლელზე, მიუხედავად შლაგბაუმის ან ნახევარშლაგბაუმის მდგომარეობისა ან მისი არსებობისა; დ) თუ რკინიგზის გადასასვლელი აღჭურვილი არ არის შლაგბაუმებით, ნახევარშლაგბაუმებით ან მაშუქი სიგნალებით, არცერთმა საგზაო მოძრაობის მონაწილემ არ უნდა გაიაროს მასზე, სანამ არ დარწმუნდება, რომ ხილვადობის ფარგლებში რკინიგზის გადასასვლელს არანაირი რელსიანი არ უახლოვდება; ე) მძღოლი არ უნდა შევიდეს რკინიგზის გადასასვლელზე, თუ წინასწარ არ დარწმუნდება, რომ იძულებული არ იქნება, გაჩერდეს მასზე; ვ) საგზაო მოძრაობის მონაწილემ რკინიგზის გადასასვლელზე შეუჩერებლად უნდა გაიაროს.




