Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებმუხლი 3

ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

რედაქცია №27 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) არასათანადო ზემოქმედება და არასამართლებრივი ჩარევა – პირის ქმედება, კერძოდ, ზემოქმედება, ჩარევა, ხელის შეშლა ან სხვაგვარი ზეგავლენა ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოში მიმდინარე განხილვების შედეგებზე ან მის მიერ გადაწყვეტილებების მიღებაზე ან კომისიის წევრის თავისუფალ და დამოუკიდებელ მსჯელობებზე ან აპარატის თანამშრომელთა საქმიანობაზე, იმ გზით, რომელიც არ შეესაბამება ამ კანონსა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს, იმ მიზნით, რომ მიიღოს სარგებელი ან განსაკუთრებული მოპყრობა; ბ) გადაწყვეტილება – ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ კანონის საფუძველზე მიღებული სამართლებრივი აქტი (დადგენილება, გადაწყვეტილება და ა. შ.); გ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანო – სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სფეროს რეგულირების მიზნით შექმნილი, სპეციალური უფლებაუნარიანობის მქონე საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც არ ჰყავს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო, დამოუკიდებელია სახელმწიფო ორგანოებისაგან და მოქმედებს ამ კანონითა და შესაბამისი კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში; დ) დამოუკიდებლობა – როგორც ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს, ისე კომისიის წევრის შესაძლებლობა, არასათანადო ზემოქმედებისა და არასამართლებრივი ჩარევის გარეშე განახორციელოს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს შესაბამისი კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილება, მათ შორის, განიხილოს, გამოიკვლიოს და გადაწყვიტოს მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული საკითხები; დაუშვებელია ნებისმიერი სახელმწიფო ორგანოს ჩარევა ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს საქმიანობაში, ამ საქმიანობის კონტროლი და აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით ანგარიშის მოთხოვნა, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული შესაბამისი კანონით; ე) კომისიის წევრი – პირი, რომელიც ამ კანონითა და ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს შესაბამისი კანონით დადგენილი წესით, სათანადო აქტის საფუძველზე დანიშნულია ამ ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს წევრად; ვ) ოჯახის წევრი – კომისიის წევრის მამა, დედა, მეუღლე, შვილი; ზ) პოლიტიკური ზეწოლა – არასათანადო ზემოქმედებისა და არასამართლებრივი ჩარევის განხორციელება, რომელიც მოტივირებულია პოლიტიკური მოსაზრებებით, ან პირის (ან პირთა ჯგუფის) მიერ პოლიტიკური მიზნების მიღწევის სურვილით; თ) უფლებამოსილება – ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს შესაბამისი კანონით განსაზღვრული და ამ ეროვნული მარეგულირებელი ორგანოსთვის სპეციალურად დელეგირებული უფლებები და მოვალეობები; ი) უფლებაუნარიანობა – პირის შესაძლებლობა, იქონიოს უფლებები და მოვალეობები; კ) შესაბამისი კანონი – საქართველოს კანონი, რომელიც განსაზღვრავს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ძირითად ფუნქციებსა და უფლება-მოვალეობებს; ლ) პირი – ფიზიკური პირები და ნებისმიერი ორგანიზაციულ- სამართლებრივი ფორმის მქონე იურიდიული პირები, აგრეთვე სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები, სხვა სახელმწიფო ორგანოები, მუნიციპალიტეტის ორგანოები; მ) რეგულირება – შესაბამისი კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ სამართლებრივი აქტების მიღება, ლიცენზიების/ნებართვების გაცემა, მონიტორინგის, კოორდინაციის, ზედამხედველობისა და სალიცენზიო/სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება; ნ) მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი (საზოგადოებრივი დამცველი) – შესაბამისი მომსახურების სფეროს მომხმარებელთა ინტერესების დამცველი. საქართველოს 2003 წლის 22 ივლის ის კანონი № 2535 - სსმ I,  № 22 , 08 .

0⁸.200 3 წ., მუხ. 164 საქართველოს 2005 წლის 1 ივლისი ს კანონი № 1859 - სსმ I,  № 38 , 15 .

0⁷.200 5 წ., მუხ. 259 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრ ი ს კანონი № 4297 - სსმ I,  № 1 , 03 .

0¹.200 7 წ., მუხ. 9 საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4864 - სსმ I,  №22, 19.06.2007 წ., მუხ.193 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1693 - სსმ I,  №29, 12.10.2009 წ., მუხ.176 საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №15 84 - ვებგვერდი, 03 .1 2 .2013წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6969 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №25 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 7

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 28 ივლ. 2020
  2. 3 დეკ. 2013

    მე-3 მუხლის ტერმინთა განმარტებებში (ა–მ ქვეპუნქტები) „დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო“ და „კომისიონერი“ შეიცვალა „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოთი“ და „კომისიის წევრით“; „ა“ ქვეპუნქტში კანონმდებლობის მითითება გაფართოვდა კანონქვემდებარე აქტებზე.

  3. 12 ოქტ. 2009

    მე-3 მუხლში „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტების ტექსტი ახლებურად ჩამოყალიბდა და ნაჩვენებ რედაქციაში დარჩა მხოლოდ საზოგადოებრივი დამცველის განმარტება აღნიშვნით „ლ ნ“.

  4. 19 ივნ. 2007

    მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტში კომისიონერის განმარტებიდან ამოღებულია ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსი; კომისიონერად რჩება მხოლოდ მარეგულირებელი ორგანოს წევრად დანიშნული პირი.

  5. 3 იან. 2007

    მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტში კომისიონერის განმარტება გაფართოვდა და მოიცავს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსს.

  6. 1 ივნ. 2006· გამოქვეყნდა 15 ივლ. 2005

    მე-3 მუხლის „მ“ ქვეპუნქტში „რეგულირების“ განმარტებას დაემატა ლიცენზიების/ნებართვების გაცემა და კოორდინაცია ცალკე ელემენტად, ხოლო ზედამხედველობის (კონტროლის) ფორმულირება შეიცვალა სალიცენზიო/სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლით.

  7. 8 აგვ. 2003

    მე-3 მუხლს დაემატა „ნ“ ქვეპუნქტი, რომელიც განსაზღვრავს საზოგადოებრივი დამცველის ცნებას.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 2შემდეგი მუხლი 4

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №27

  • 7 ცვლილება · ბოლო 28 ივლ. 2020
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 11 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მაუწყებლობის შესახ… 2

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 13²ტერმინთა განმარტება

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 2ტერმინთა განმარტება
  • 27ტერმინთა განმარტება

ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ

  • 3კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ

  • 4კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

პოლიციის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ

  • 2

კონკურენციის შესახებ

  • 3კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

სოციალური მუშაობის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
222274213²3232323
მითითებამნიშვნელობით ახლოსმაუწყებლობის შესახებპროდუქტის უსაფრთხოების…უკანონო შემოსავლის ლეგ…საქართველოს ზოგადი ადმ…ახალი ფსიქოაქტიური ნივ…ქალთა მიმართ ძალადობის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №27 · ბოლოს შემოწმდა 24 ოქტ. 2026