Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაკანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებმუხლი 29

კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ

მუხლი 29. გარდამავალი დებულებები

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 25 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111213

1.საქართველოს მთავრობამ 2026 წლის 1 მაისამდე უზრუნველყოს მულტიდისციპლინური ჯგუფის შემადგენლობის და საქმიანობის წესის დამტკიცება.

2.საქართველოს მთავრობამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარდგინებით და საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში 2026 წლის 1 მაისამდე უზრუნველყონ ამ კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების მიღება.

3.საქართველოს მთავრობამ 2026 წლის 1 მაისამდე უზრუნველყოს ცენტრისა და არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლის ფუნქციონირებისთვის საჭირო სათანადო ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელების გეგმის დამტკიცება.

4.საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისმა დაწესებულებებმა უზრუნველყონ ამ მუხლის  მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გეგმის შესრულება.

5.საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 2026 წლის 1 მაისამდე უზრუნველყოს: ა) ცენტრის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცება; ბ) კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის წესის დამტკიცება, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად უნდა ითვალისწინებდეს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის მონიტორინგის წესს, აგრეთვე იმ პირის/დაწესებულების/უწყების მიერ ცენტრისთვის ინფორმაციის მიწოდების პერიოდულობასა და ფორმას, რომლის მიერ ორგანიზებულ სერვისში/პროგრამაში მონაწილეობს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი; გ) ცენტრის თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნა.

6.ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის ამოქმედებისთანავე ცენტრის თავმჯდომარემ უზრუნველყოს ცენტრის მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების დადება.

7.საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 2026 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლის დებულების დამტკიცება, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად უნდა ითვალისწინებდეს: ა) არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში განთავსებული კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარებისა და სხვა კანონიერი ინტერესების განხორციელებისა და დაცვის პირობებს; ბ) არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში განთავსებული კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მიერ არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლის დროებით დატოვების წესს, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მონახულების საათებსა და პროცედურას, აგრეთვე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გასატარებელ ღონისძიებებს; გ) არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლის უფლებამოსილი პირის მიერ მულტიდისციპლინური ჯგუფისთვის კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მიერ მიღწეული დადებითი შედეგების, არსებული სირთულეებისა და საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესს.

8.ცენტრის თავმჯდომარემ 2026 წლის 1 ივლისამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს ცენტრის ახალი საშტატო ნუსხის დამტკიცება, ხოლო ახალი საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის ამოქმედებისთანავე: ა) საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით უზრუნველყოს არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნა; ბ) უზრუნველყოს არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლის მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების დადება.

9.საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა 2026 წლის 1 სექტემბრამდე ერთობლივი ბრძანებით დაამტკიცონ არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში განთავსებული კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მიერ სრული ზოგადი განათლების მიღების წესი.

10.საქართველოს მთავრობამ და შესაბამისმა უწყებებმა უზრუნველყონ კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

11.ამ პუნქტის ამოქმედებამდე მიმდინარე კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანებთან დაკავშირებული საქმეების წარმოება (კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცედურები) გაგრძელდეს ამ კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.

12.ამ მუხლის მე-11 პუნქტის მიზნებისთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრმა უზრუნველყოს ცენტრისთვის ამ კანონით გათვალისწინებული კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანების საქმეებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის გადაცემა.

13.ამ მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, „არასრულწლოვანთა რეფერირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №681 დადგენილებისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის უფროსის მიერ გამოცემული ბრძანებები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას შესაბამისი უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ იმავე საკითხზე ბრძანებების გამოცემამდე.

წინა მუხლი 27შემდეგი მუხლი 30

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-25

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

  • 37გარდამავალი დებულებები

სოციალური მუშაობის შესახებ

  • 64გარდამავალი დებულებანი

შრომითი მიგრაციის შესახებ

  • 17გარდამავალი დებულებები

სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ

  • 9გარდამავალი დებულებები

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 113გარდამავალი დებულებანი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

  • 33გარდამავალი დებულებანი

ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ

  • 9გარდამავალი დებულებანი

პოლიციის შესახებ

  • 60გარდამავალი დებულებანი

ბავშვის უფლებათა კოდექსი

  • 99კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები

სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ

  • 15გარდამავალი დებულებები

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ

  • 21კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 87ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1132160917336499937158729
მნიშვნელობით ახლოსშეზღუდული შესაძლებლობი…სოციალური მუშაობის შეს…შრომითი მიგრაციის შესა…სქესობრივი თავისუფლები…სააღსრულებო წარმოებათა…საჯარო სამართლის იურიდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 დეკ. 2025