ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ
Article 22^2. ამ კანონის მე-6 მუხლის 10 1 −11 2 პუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობების ლიცენზიების გაუქმება შეცვლილ სალიცენზიო პირობებთან შეუსაბამობის გამო
1. ამ კანონის მე-6 მუხლის 10 1 −11 2 პუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობების ლიცენზიების (მათ შორის, ამ კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის) მფლობელები ვალდებული არიან უზრუნველყონ შეცვლილ სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობა ამ პირობების შეცვლიდან არაუგვიანეს 1 წლისა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობების ლიცენზიების მფლობელები ვალდებული არიან ლიცენზიის გამცემს წერილობით წარუდგინონ შეცვლილ სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არაუგვიანეს იმავე პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვიდან 5 კალენდარული დღისა.
3. ლიცენზიის გამცემი: ა) 7 კალენდარული დღის ვადაში ძალადაკარგულად აცხადებს ლიცენზიას, თუ ლიცენზიის მფლობელმა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით არ წარუდგინა შეცვლილ სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ბ) 30 კალენდარული დღის ვადაში განიხილავს ლიცენზიის მფლობელის მიერ წარდგენილ შეცვლილ სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას და იღებს წერილობით გადაწყვეტილებას: ბ.ა) ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ, თუ აღნიშნული დოკუმენტაციით არ დასტურდება შეცვლილ სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობა; ბ.ბ) შეცვლილ სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობის შესახებ.
