Article 13^9. მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობის განხორციელება
1. უცხოელს უფლება აქვს, საქართველოში განახორციელოს მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობა შრომითი საქმიანობის უფლებისა და შესაბამისი ბინადრობის ნებართვის გარეშე, თუ ეს საქმიანობა ხორციელდება დროებითი ვიზიტის ფარგლებში, არ არის ადგილობრივ შრომის ბაზარზე ხანგრძლივი დასაქმება და კონკრეტულ მოკლევადიან პროექტთან, ღონისძიებასთან ან მომსახურებასთან არის დაკავშირებული.
2. უცხოელის მიერ მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობის განხორციელება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ ეს საქმიანობა კონკრეტულ მოკლევადიან პროექტთან, ღონისძიებასთან ან მომსახურებასთან არის დაკავშირებული. უცხოელის მიერ განსახორციელებელი მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობების ჩამონათვალი, აგრეთვე მათი განხორციელების ხანგრძლივობა, საქმიანობის მოკლევადიან პროფესიულ საქმიანობად მიჩნევის კრიტერიუმები და აღნიშნული საქმიანობის მონიტორინგის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
3. მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობის განმახორციელებელი უცხოელი არ მიიჩნევა შრომით იმიგრანტად ან თვითდასაქმებულ უცხოელად. საქართველოს 2026 წლის 15 აპრილის კანონი №1509 – ვებგვერდი, 15.04.2026წ. თავი IV პასუხისმგებლობა
