1.სამეწარმეო ვაზის ჯიში არის ნებადართული ვაზის ჯიში ან/და რეკომენდებული ვაზის ჯიში.
2.დანიშნულების მიხედვით სამეწარმეო ვაზის ჯიშის კატეგორიებია: ა) საღვინე ვაზის ჯიში; ბ) სასუფრე ვაზის ჯიში; გ) საქიშმიშე ვაზის ჯიში; დ) ფილოქსერაგამძლე საძირე ვაზის ჯიში.
3.ღვინის წარმოებისათვის ნებადართული ვაზის ჯიშებისა და რეკომენდებული ვაზის ჯიშების ჩამონათვალი მოიცავს მხოლოდ ვიტის ვინიფერას (Vitis vinifera) სახეობის ჯიშებს. საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117 საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869-სსმI, №21, 18.06.2007წ., მუხ.183 საქართველოს 2017 წლის 15 ივნისის კანონი №972 - ვებგვერდი, 30.06.2017წ.
