Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაწყლის შესახებმუხლი 56

წყლის შესახებ

მუხლი 56. წყლის სასაქონლო პროდუქციის კატეგორიები

რედაქცია №27 კონსოლიდირებული · 30 ივნ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.საქართველოში წყლის სასაქონლო პროდუქციის წარმოებისათვის (ჩამოსხმისათვის) გამოიყენება მხოლოდ სპეციალურად ამ საქმიანობისათვის ვარგისი მიწისქვეშა და ზედაპირული წყლები, რომლის საბადოთა ექსპლუატაციის, წყლის პროდუქციის სასაქონლო ნიშნების და შესაფუთი მასალების გამოყენების, აუცილებელი ტექნოლოგიური მოწყობილობების ექსპლუატაციის წესები და წარმოების სანიტარიულ - ჰიგიენური პირობები რეგულირდება ამ კანონით და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით.

2.საქართველოში წარმოებული (ჩამოსხმული) წყლის სასაქონლო პროდუქცია მისი წარმოშობის, ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლებისა და დამუშავების ხარისხის მიხედვით კლასიფიცირებულია ოთხ კატეგორიად: ა) ნატურალური მინერალური წყალი; ბ) სამკურნალო მინერალური წყალი; გ) წყაროს წყალი; დ) სუფრის წყალი.

3.ნატურალური მინერალური წყალი არის გაბინძურებისაგან ბუნებრივად დაცული, მიწისქვეშა წყლის ერთი საბადოდან წარმოებული (ჩამოსხმული) წყალი, რომლისთვისაც დამახასიათებელია სტაბილური ქიმიური შედგენილობა, ტემპერატურა, დებიტი და რომლის მარაგი დამტკიცებულია. მისი დამუშავების დროს გამოყენებულია ისეთი ტექნოლოგია, რომელსაც არ შეუძლია გამოიწვიოს მისი ბუნებრივი მიკრობიოლოგიური და ქიმიური შედგენილობის ცვლილება. ნატურალურ მინერალურ წყალს შეიძლება ჰქონდეს სამკურნალო თვისებები და დადებით ზეგავლენას ახდენდეს ადამიანის ჯანმრთელობაზე.

4.წარმოებული (ჩამოსხმული) ნატურალური მინერალური წყალი შეიძლება იყოს გაზირებული და არაგაზირებული. გაზირებული ნატურალური მინერალური წყალი მასში ნახშირორჟანგის წარმოშობისა და შემცველობის მიხედვით იყოფა შემდეგ ჯგუფებად: ა) ბუნებრივად გაზირებული ნატურალური მინერალური წყალი – ნატურალური მინერალური წყალი, რომელშიც ნახშირორჟანგის შემცველობა მისი ჩამოსხმის შემდეგ ისეთივეა, როგორც მისი საბადოდან მოპოვებისას. ამავე ჯგუფს მიეკუთვნება ნატურალური მინერალური წყალი, რომელსაც დამატებული აქვს იმავე საბადოდან მოპოვებული ნახშირორჟანგი, თუ დამატებულის რაოდენობა არ აღემატება ჩამოსხმის დროს დაკარგული ნახშირორჟანგის რაოდენობას; ბ) საბადოს გაზით გაზირებული ნატურალური მინერალური წყალი–ნატურალური მინერალური წყალი, რომელიც გაზირებულია იმავე საბადოდან მიღებული ნახშირორჟანგით და ნახშირორჟანგის შემცველობა ჩამოსხმულ პროდუქციაში მეტია, ვიდრე საბადოდან მოპოვების დროს. გ) გაზირებული ნატურალური მინერალური წყალი – ნატურალური მინერალური წყალი, რომელიც ნაწილობრივ ან მთლიანად გაზირებულია სხვა საბადოდან მოპოვებული ნახშირორჟანგით.

5.სამკურნალო მინერალური წყალი არის მინერალური წყალი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ სამკურნალოდ, რასაც განაპირობებს მისი ძირითადი მინერალური და გაზობრივი შემადგენლობა, ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტების მაღალი შემცველობა და სპეციფიკური თვისებები (რადიაქტიურობა, ტემპერატურა, მჟავიანობა და სხვა).

6.წყაროს წყალი არის გაბინძურებისაგან ბუნებრივად დაცული მიწისქვეშა წყლის ერთი საბადოდან წარმოებული (ჩამოსხმული) წყალი, რომლის ქიმიური შედგენილობა, ტემპერატურა და დებიტი შესაძლოა არ იყოს სტაბილური და მარაგი არ იყოს დამტკიცებული. მისი დამუშავების დროს გამოყენებულია ისეთი ტექნოლოგია, რომელსაც არ შეუძლია გამოიწვიოს მისი ბუნებრივი მიკრობიოლოგიური და ქიმიური შედგენილობის ცვლილება.

7.სუფრის წყალი არის ყველა სხვა წარმოებული (ჩამოსხმული) მიწისქვეშა ან ზედაპირული წყალი. იგი შესაძლებელია მოიპოვებოდეს ერთდროულად რამდენიმე წყლის ობიექტიდან და მისთვის დასაშვებია დადგენილი წესებით განსაზღვრული ყველანაირი დამუშავება.

წინა მუხლი 55შემდეგი მუხლი 57

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-06-30 · №27

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

წყლის შესახებ

  • 57წყლის სასაქონლო პროდუქციისათვის კატეგორიების მინიჭება
  • 58წყლის სასაქონლო პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაციის ძირითადი მოთხოვნები
  • 55წყლის სასაქონლო პროდუქციის წარმოებისა და ვაჭრობის სახელმწიფო რეგულირების მიზნები

წყლის რესურსების მართვის შესახებ

  • 13წყალსარგებლობის ზოგადი პირობები
  • 7საქართველოს წყლის სახელმწიფო ფონდი
  • 14მოსახლეობის დაკმაყოფილება სასმელი და საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის განკუთვნილი წყლით

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 36საქონლის წარმოშობა

წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ

  • 23წყლის საბითუმო მიწოდება

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 160საქონლის მიწოდება

ვაზისა და ღვინის შესახებ

  • 14ღვინის კატეგორიები

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ

  • 23საზოგადოების ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო წყლის უზრუნველყოფა
  • 26პროდუქციის უსაფრთხოება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
23261457585516036231371456
მნიშვნელობით ახლოსწყლის შესახებწყლის რესურსების მართვ…საქართველოს საბაჟო კოდ…წყალმომხმარებელთა ორგა…საქართველოს საგადასახა…ვაზისა და ღვინის შესახ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 30 ივნ. 2023