Article 13^2. აუდიტორთან/აუდიტორულ (აუდიტურ) ფირმასთან დადებული ხელშეკრულებიდან გასვლა
1. საწარმო უფლებამოსილია გავიდეს აუდიტორთან/აუდიტორულ (აუდიტურ) ფირმასთან დადებული ხელშეკრულებიდან მხოლოდ სათანადო საფუძვლის არსებობისას. ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის განხორციელების პროცედურების შესახებ აზრთა სხვადასხვაობა არ შეიძლება გახდეს აღნიშნული ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველი.
2. საწარმო, აუდიტორი/აუდიტორული (აუდიტური) ფირმა ვალდებულია ხელშეკრულებიდან გასვლა შესაბამისი დასაბუთებით შეატყობინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს.
3. სდპ-ის ხმების ან წილების/აქციების 5 პროცენტის მფლობელი პარტნიორი/აქციონერი ან მათი ჯგუფი უფლებამოსილია სათანადო საფუძვლის არსებობისას აუდიტორთან/აუდიტორულ (აუდიტურ) ფირმასთან დადებული ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნით სასამართლოს მიმართოს. საქართველოს 2016 წლის 8 ივნისის კანონი № 5388 - ვებგვერდი, 24.06.2016წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
მეწარმეთა შესახებ
