Article 20^3
1. ამოღებულია – 24.06.2011, №4937).
2. პასპორტი, სამგზავრო პასპორტი, სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტი და სამგზავრო დოკუმენტი შეიძლება გაიცეს ბიომეტრიული მონაცემების შემცველობით (ბიომეტრიული პასპორტი). 2 1 . ბიომეტრიული პასპორტი უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს: ა) პასპორტის მფლობელის: ა.ა) სახელს; ა.ბ) გვარს; ა.გ) მოქალაქეობას; ა.დ) დაბადების თარიღს; ა.ე) პირად ნომერს; ა.ვ) ფოტოსურათს; ა.ზ) სქესს; ა.თ) დაბადების ადგილს; ა.ი) პირადი ხელმოწერის ნიმუშს; ბ) პასპორტის გაცემის თარიღს; გ) პასპორტის მოქმედების ვადას; დ) პასპორტის გამცემი ორგანოს დასახელებას; ე) პასპორტის ტიპის შესახებ მითითებას; ვ) პასპორტის გამცემი ქვეყნის კოდს; ზ) პასპორტის ნომერს; თ) პასპორტზე წვდომის კოდს (CAN – Card Access Number).
3. ბიომეტრიულ პასპორტს უნდა ჰქონდეს მონაცემთა მატარებელი ( ჩიპი ), რომელიც სხვა მონაცემებთან ერთად შეიცავს პასპორტის მფლობელის სახის გამოსახულებას , თითის ანაბეჭდებსა და ხელმოწერის ნიმუშს . ბიომეტრიული პასპორტის ტექნიკური მახასიათებლები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით .
