1.შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების შესახებ გაფრთხილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში შეტანილი უნდა იქნეს თითოეული შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებამდე არაუგვიანეს 5 დღისა. 1 1 . სპონტანური შეკრების/მანიფესტაციის ორგანიზების/ჩატარების შემთხვევაში დასაშვებია, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების შესახებ გაფრთხილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადის დაუცველად იქნეს შეტანილი. ამ შემთხვევაში განცხადება წარდგენილი უნდა იქნეს დაუყოვნებლივ, გონივრულ ვადაში, მას შემდეგ, რაც პასუხისმგებელი პირისთვის ცნობილი გახდება სპონტანური შეკრების/მანიფესტაციის ორგანიზების/ჩატარების შესახებ ინფორმაცია. ასეთ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიძლება განსაზღვროს აღნიშნული გაფრთხილების შეტანის განსხვავებული ფორმა და წესი.
2.გაფრთხილებაში უნდა აღინიშნოს: ა) შეკრების ან მანიფესტაციის ფორმა, მიზანი, ჩატარების ადგილი ან სვლაგეზი, დაწყების დრო, დამთავრების დრო, თარიღი, მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობა; ბ) პასუხისმგებელი პირის ვინაობა, საცხოვრებელი ადგილი (მისამართი), საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, გაფრთხილების შეტანის თარიღი და დრო.
3.გაფრთხილებაში უნდა აღინიშნოს აგრეთვე პასუხისმგებელი პირის მიერ შეკრების ან მანიფესტაციის მსვლელობისას სასწრაფო სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის ფორმა.
4.გაფრთხილებას ხელს აწერენ შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელი პირები.
5.ადგილობრივი მმართველობის ორგანო არ მიიღებს გაფრთხილებას, თუ : ა) გაფრთხილება არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ მოთხოვნებს ; ბ) შეკრება ან მანიფესტაცია ჩატარების ფორმის, დროისა და ადგილის მიხედვით ემთხვევა სხვა შეკრებას, მანიფესტაციას, რომლის შესახებ გაფრთხილება უფრო ადრე იქნა წარდგენილი, ანდა სხვა მასობრივ აქციას; გ) შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებით საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ უშიშროებასა და წესრიგს, სხვა ადამიანების კონსტიტუციურ უფლებებს და თავისუფლებებს. (არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2002 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება №2/2/180-183 - სსმ IV, 19.11.2002 წ., გვ.2 6. (ამოღებულია – 01.07.2011, №4980).
7.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაფრთხილების მიღებისთანავე მის ასლზე ადასტურებს გაფრთხილების მიღების თარიღსა და დროს.
8.გაფრთხილების მიმღები თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან, განუმარტონ შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელ პირებს ამ კანონის მოთხოვნები და გააფრთხილონ ისინი დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ.
9.შეკრება ან მანიფესტაცია ტარდება გაფრთხილებაში აღნიშნულ დროსა და ადგილას, მასში მითითებული მიზნისა და სვლაგეზის შესაბამისად.
10.შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზ ებ ისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელი პირები და მისი მონაწილენი ვალდებული არიან , დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და შეასრულონ გაფრთხილებით ნაკისრი ვალდებულებანი. საქართველოს 1998 წლის 15 მაისის კანონი №1392 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №19-20, 30.05.1998 წ., გვ.76 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2002 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება №2/2/180-183 - სსმ IV, 19.11.2002 წ., გვ.2 საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4980 - ვებგვერდი, 14.07.2011წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6993-რს - ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება №3/3/1635 – ვებგვერდი, 18.12.2023წ. საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №274 - ვებგვერდი, 06.02.2025წ. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1203 – ვებგვერდი, 11.12.2025წ.





