საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 200. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ მოსამართლის ბრძანების (დადგენილების) გასაჩივრება
1. მოსამართლის ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ მისი გაცემიდან ან აღსრულებიდან 72 საათის ვადაში, ხოლო დადგენილება ქონებისათვის ყადაღის დადებაზე უარის თქმის შესახებ – მისი გამოტანიდან 48 საათის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ამ კოდექსის 243-ე მუხლით დადგენილი წესით. გასაჩივრება არ აჩერებს ბრძანების აღსრულებას.
2. პირს, რომელსაც მიაჩნია, რომ მის ქონებას ყადაღა უკანონოდ ან დაუსაბუთებლად დაედო, მათ შორის, საქმესთან კავშირის არმქონე პირსაც, რომლის ქონებაც შეცდომით მოხვდა ოქმში (აღწერაში), უფლება აქვს მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის შესაბამისად. ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ სარჩელის გამო სასამართლო გადაწყვეტილება სავალდებულოა გამომძიებლისა და პროკურორისათვის, აგრეთვე საქმის განმხილველი სასამართლოსათვის. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213 საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1736 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.223
