საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 243. წინასწარი გამოძიების სტადიაზე აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების, ასევე პატიმრობის ვადის გაგრძელების შესახებ მოსამართლის ბრძანების (დადგენილების) გასაჩივრების წესი
1. წინასწარი გამოძიების სტადიაზე აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების, ასევე პატიმრობის ვადის გაგრძელების შესახებ მოსამართლის ბრძანება (დადგენილება) მისი გაცემიდან (გამოტანიდან) 48 საათის ვადაში შეიძლება ერთჯერადად გაასაჩივროს ბრალდებულმა, მისმა დამცველმა, პროკურორმა სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში. 1 1 . დამცველის (წარმომადგენლის) მიერ საგამოძიებო კოლეგიისათვის საჩივრით მიმართვა დასაშვებია მხოლოდ მისი დაცვის ქვეშ მყოფის თანხმობით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი არასრულწლოვანია, ან აქვს ისეთი ფსიქიკური ან ფიზიკური ნაკლი, რომელიც შეუძლებელს ხდის მისგან თანხმობის მიღებას. 1 2 . საჩივარში უნდა აღინიშნოს, თუ რა მოთხოვნები იქნა დარღვეული გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას, რაში გამოიხატება გასაჩივრებული გადაწყვეტილების დებულებათა მცდარობა. აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებულ საჩივარში ასევე მითითებული უნდა იყოს, თუ რა არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხები და მტკიცებულებები არ გამოიკვლია პირველი ინსტანციის სასამართლომ, რომლებსაც შეეძლო ზეგავლენა მოეხდინა პირისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მართლზომიერებაზე. საჩივარს უნდა დაერთოს მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებანი (მასალები) იმ ახალ გარემოებათა შესახებ, რომლებიც უცნობი იყო პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის.
