1.პირს, რომელიც სამუშაოდან (თანამდებობიდან) გაათავისუფლეს იმასთან დაკავშირებით, რომ უკანონოდ ან დაუსაბუთებლად დაედო მსჯავრი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაში იმყოფებოდა, იყო დაკავებული ან მოთავსებული სამედიცინო დაწესებულებაში, სამუშაოდან (თანამდებობიდან) გადააყენეს ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით, უნდა მიეცეს წინანდელი სამუშაო (თანამდებობა), ხოლო თუ ეს შეუძლებელია, – სხვა ტოლფასი სამუშაო (თანამდებობა).
2.აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაში ყოფნის დრო, სასჯელის მოხდის დრო, აგრეთვე ის დრო, რომლის განმავლობაშიც პირი არ მუშაობდა სამუშაოდან უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაყენების გამო, და სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის დრო ითვლება საერთო სამუშაო და სპეციალობით მუშაობის სტაჟში, ხოლო თუ რეაბილიტაციის აქტის ძალაში შესვლის დღესა და სამუშაოს დაწყების დღეს შორის წყვეტილობა 3 თვეს არ აღემატება, – უწყვეტ შრომით სტაჟშიც.
3.პირი, რომელიც სასწავლებლიდან გარიცხეს იმასთან დაკავშირებით, რომ უკანონოდ ან დაუსაბუთებლად დაედო მსჯავრი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაში იმყოფებოდა, იყო დაკავებული ან მოთავსებული სამედიცინო დაწესებულებაში, უნდა აღდგეს სასწავლებელში.
4.პირს, რომელმაც დაკარგა საცხოვრებელი ბინა იმასთან დაკავშირებით, რომ უკანონოდ ან დაუსაბუთებლად დაედო მსჯავრი, უნდა დაუბრუნდეს წინათ დაკავებული საცხოვრებელი ბინა, ხოლო თუ ასეთი დაბრუნება შეუძლებელია, სახელმწიფომ მას რიგგარეშე უნდა მისცეს ტოლფასი კეთილმოწყობილი საცხოვრებელი ბინა იმავე დასახლებულ პუნქტში, საბინაო ფართობის მოქმედი ნორმებისა და მისი ოჯახის შემადგენლობის გათვალისწინებით.
5.პირებს, რომელთაც ჩამოერთვათ სამხედრო და სხვა წოდებები, საკლასო ჩინები, აგრეთვე ორდენები და მედლები, დადგენილი წესით უნდა აღუდგეთ წოდებები, საკლასო ჩინები, დაუბრუნდეთ ორდენები და მედლები. საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279





