საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 27. კერძო სისხლისსამართლებრივი დევნა
1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 125-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩამდენი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა იწყება მხოლოდ დაზარალებულის საჩივრის საფუძველზე და უნდა შეწყდეს ბრალდებულთან დაზარალებულის შერიგების გამო.
2. შერიგება დასაშვებია სასამართლოს (მოსამართლის) სათათბირო ოთახში გასვლამდე, მათ შორის, სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას.
3. შერიგების შემთხვევაში მხარეები უნდა მორიგდნენ სასამართლო ხარჯების ანაზღაურებაზე. თუ მორიგება ვერ ხერხდება, ხარჯებს სასამართლო ანაწილებს.
4. პროკურორი უფლებამოსილია სასამართლო გამოძიების დაწყებამდე ჩაებას კერძო ბრალდების საქმეში, თუ ამას წერილობით მოითხოვენ მხარეები ანდა მოითხოვს მხოლოდ დაზარალებული ან მისი კანონიერი წარმომადგენელი. პროკურორი უფლებამოსილია ჩაებას აღნიშნული კატეგორიის საქმეში, თუ ამ უკანასკნელს განსაკუთრებული საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვს. ასეთ შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი დევნა არ შეიძლება შეწყდეს მხარეთა შერიგებით.
5. თუ კერძო ბრალდების საქმეზე მხარეები ერთმანეთს ბრალდებებს უყენებენ, მოსამართლე თავისი დადგენილებით დაზარალებულს ცნობს ბრალდებულადაც, ხოლო ბრალდებულს – დაზარალებულადაც. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
