1.დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია: ა) დასაბეგრი ოპერაცია; ბ) დასაბეგრი იმპორტი; გ ) დასაბეგრი დროებით შემოტანა ამ კოდექსის 241 1 მუხლის მიხედვით .
2.დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია: ა) ამ კოდექსის 239-ე ან 240-ე მუხლის მიხედვით საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული საქონლის/მომსახურების მიწოდება, მათ შორის, უსასყიდლოდ (გარდა, ამ კოდექსით გათავისუფლებული მიწოდებისა); ბ) დღგ-ით შეძენილი საქონლის/მომსახურების გამოყენება არაეკონომიკური საქმიანობისათვის, თუ ამ საქონელზე/მომსახურებაზე გადამხდელმა მიიღო დღგ-ის ჩათვლა; გ) გადამხდელის მიერ საქონლის/მომსახურების მიწოდება თავისი თანამშრომლებისათვის კომპენსაციით ან მის გარეშე; დ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში საქონლის ნაშთი, რომელზედაც გადამხდელს მიღებული ან მისაღები აქვს ჩათვლა, განიხილება როგორც დღგ-ის დასაბეგრი მიწოდება; ე) საქონლის ექსპორტი; ვ) ამხანაგობაში ქონებაზე უფლების (წილის) სანაცვლოდ ქონების რეგისტრაცია. აღნიშნულ შემთხვევაში ქონების რეგისტრაცია ითვლება ამხანაგობის მიერ ქონების მიწოდებად.
3.დასაბეგრ ოპერაციად არ ჩაითვლება: ა) აქტივების მიწოდება საწარმოს რეორგანიზაციის შემთხვევაში; ბ) აქტივების მიწოდება შესატანის სახით საწარმოს კაპიტალში ან ამხანაგობაში; გ) ამ კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში საგადასახადო ორგანოების მიერ ქონების რეალიზაცია.
4.საბრუნავი ( მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული ) დასაბრუნებელი ტარის ღირებულება არ შეიტანება გადასახადით დასაბეგრ თანხაში , გარდა საცალო ვაჭრობისა , სადაც დასაბეგრი ბრუნვა მცირდება იმ თანხით , რომელსაც გამყიდველი უხდის მომხმარებელს ტარის დაბრუნების დროს . თუ აღნიშნული ტარა საქონლის მიწოდებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში არ დაბრუნდა , იგი რეალიზებულად ჩაითვლება და დაიბეგრება ამ კოდექსით დადგენილი წესით . საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86 საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2191 - სსმ I, №40, 07.12.2009წ., მუხ.297 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272

