საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Article 26^3. საერთაშორისო საწარმო
1. საერთაშორისო საწარმო არის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო , რომელსაც ამ კოდექსით გათვალისწინებული გადასახადისაგან განთავისუფლების მიზნით ამ მუხლის შესაბამისად მინიჭებული აქვს საერთაშორისო საწარმოს სტატუსი .
2. უფლებამოსილი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მომავალი კალენდარული წლებისათვის , ხოლო ასეთი საწარმოების სახელმწიფო რეგისტრაციის შემთხვევაში რეგისტრაციასთან ერთად მიმდინარე და მომავალი კალენდარული წლებისათვის ენიჭება საერთაშორისო საწარმოს სტატუსი და გაიცემა სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი , გარდა იმ შემთხვევებისა , როდესაც საერთაშორისო საწარმოს სტატუსი ამ მუხლის მე -3 ნაწილის საფუძველზე ექვემდებარება გაუქმებას .
3. საწარმოს საერთაშორისო საწარმოს სტატუსი უქმდება იმ საანგარიშო წლისათვის , როდესაც : ა ) ამ საწარმოს უფლებამოსილი წარმომადგენელი წარადგენს განცხადებას საერთაშორისო საწარმოს სტატუსის გაუქმების თაობაზე ( საანგარიშო წლის მითითებით ); ბ ) ამ საწარმოს მიერ თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის / მომსახურების მიწოდება განხორციელდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გარეთ საქართველოს ტერიტორიაზე ; გ ) ამ საწარმოს მიერ საქონლის / მომსახურების მიწოდება განხორციელდა თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე პირზე ; დ) ამ საწარმოსთვის მომსახურების მიწოდებას განახორციელებს საერთაშორისო საწარმოს სტა-ტუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელი, გარდა: დ.ა) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ორგანიზატორის ან/და ადმინისტრაციის მიერ დაცვის მომსახურების გაწევისა ან/და ქონების ქირით ან იჯარით გადაცემისა; დ.ბ) ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, კანალიზაციის, აუდიტორული ან/და საკონსულტაციო მომსახურებისა, ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტის მიერ ფინანსური ოპერაციების განხორციელებისა ან/და ფინანსური მომსახურების გაწევისა, აგრეთვე ძირითად საშუალებათა დადგმისა, მონტაჟისა ან/და მშენებლობის მომსახურების გაწევისა; დ.გ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მომსახურებისა. 3 1 . საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, განსაზღვროს საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიწოდებაც საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელის მიერ საერთაშორისო საწარმოსთვის შეზღუდულია და გამოიწვევს ამ საერთაშორისო საწარმოს სტატუსის გაუქმებას. 3 2 . საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრი-რებული გადასახადის გადამხდელის მიერ საერთაშორისო საწარმოსთვის საქონლის, გარდა ამ მუხლის 3 1 ნაწილით გათვალისწინებული საქონლისა, მიწოდება უნდა განხორციელდეს ამ კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებული საბაზრო ფასით. 3 3 . თუ ამ მუხლის 3 2 ნაწილით გათვალისწინებული საქონლის მიწოდების შედეგად წარმოიქმნა საგადასახადო ვალდებულება, წარმოქმნილი საგადასახადო ვალდებულების შესრულებაზე პასუხის-მგებლობა ეკისრება სოლიდარულად საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულ გადასახადის გადამხდელს, რომელმაც საერთაშორისო საწარმოს მიაწოდა ამ მუხლის 3 2 ნაწილით გათვალისწინებული საქონელი, და პირს, რომლისგანაც მიეწოდა ან/და შეიძინა საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულმა გადასახადის გადამხდელმა აღნიშნული საქონელი, თუ: ა) ისინი წარმოადგენენ ურთიერთდამოკიდებულ პირებს; ბ) პირი, რომლისგანაც შეიძინა ან/და მიეწოდა საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულ გადასახადის გადამხდელს აღნიშნული საქონელი, მოქმედებდა მესამე პირის სახელით ან დავალებით და რომელიმე მათგანი საგადასახადო ორგანოში ვერ წარადგენს (საწარმოს შემთხვევაში) თავისი დამ-ფუძნებლების/მფლობელების შესახებ მონაცემებს და დარეგისტრირებულია ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს არ აქვს ხელშეკრულება ინფორმაციის ურთიერთგაცვლის შესახებ. 3 4 . საერთაშორისო საწარმოს უფლება არა აქვს, საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, განახორციელოს საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელისაგან შეძენილი საქონლის მიწოდება. 3 5 . ამ მუხლის 3 1 –3 4 ნაწილების დებულებები არ ვრცელდება საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელის მიერ საერთაშორისო საწარმოსთვის საწვავის, საპოხის, ელექტროენერგიის, წყლის ან/და ბუნებრივი აირის მიწოდებისას. 3 6 . საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, განსაზღვროს იმ მომსახურებათა ჩამონათვალი, რომელთა გაწევაც შესაძლებელია საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელის მიერ საერთაშორისო საწარმოსთვის. 3 7 . საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელი, აგრეთვე საერთაშორისო საწარმო ვალდებული არიან ამ მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 3 6 ნაწილით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის/მიღების შესახებ აცნობონ საგადასახადო ორგანოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.
