1.ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიერ საქონლის / მომსახურების მიწოდების დროს მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას შესაბამისი მონაცემები აღირიცხება მხოლოდ საკონტროლო - სალარო აპარატების გამოყენებით .
2.საკონტროლო - სალარო აპარატები უნდა იყოს ქართულენოვანი , ფისკალური მეხსიერების მქონე , სახელმწიფო რეესტრში შეტანილი , ტექნიკურად გამართული , საგადასახადო ორგანოში რეგისტრირებული და სათანადო წესით დალუქული .
3.საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გამოსაყენებელი საკონტროლო - სალარო აპარატების მიმართ წაყენებულ ტექნიკურ მოთხოვნებს , მათი ექსპლუატაციის ( გამოყენების ) წესებს , სახელმწიფო რეესტრის წარმოების , საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის და საკონტროლო - სალარო აპარატების ( მათ შორის , ავტოგასამართ სადგურებში მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების ) დალუქვის წესებს , ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის წარმოებისა და რეგისტრაციის წესებს , აგრეთვე სალაროს ჩეკში შესატან აუცილებელ რეკვიზიტებს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი .
4.საკონტროლო - სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან : ა ) პირები მომხმარებლებთან ანგარიშსწორების იმ ნაწილში , სადაც გამოიყენება ნაღდი ფულით ანგარიშსწორების ფაქტის დამადასტურებელი , საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი ; ბ ) ფიზიკური პირები , რომლებიც არ იყენებენ დაქირავებულ პირთა შრომას და ახდენენ პირად ან საოჯახო მეურნეობაში მიღებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ან მისგან წარმოებული ( გადამუშავებული ) საქონლის რეალიზაციას – საქმიანობის ამ ნაწილში ; გ ) მეწარმე ფიზიკური პირები – ამ კოდექსის 168- ე მუხლის პირველი ნაწილის „ ლ “ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქმიანობის ნაწილში ; დ ) ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური პირები , რომლებსაც ამ კოდექსით არ აქვთ საგადასახადო ორგანოში მეწარმე ფიზიკურ პირებად რეგისტრაციის ვალდებულება ; ე ) პირები , რომლებიც საქონლის / მომსახურების მიწოდებას და ნაღდი ფულის მიღებას ახორციელებენ მომხმარებლების ტერიტორიაზე ( სახლებში , ორგანიზაციებში , საწარმოებში ) – საქმიანობის ამ ნაწილში , ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის გაცემის პირობით ; ვ ) პირები , რომლებიც საქონლის / მომსახურების მიწოდებას და ნაღდი ფულის მიღებას ახორციელებენ ავტომატიზებული ან მექანიკური მოწყობილობების მეშვეობით – საქმიანობის ამ ნაწილში ; ზ ) მეწარმე ფიზიკური პირები , რომლებიც ახორციელებენ ქუჩაში დატარების ფორმით წვრილ საცალო ვაჭრობას , გაზეთებისა და ჟურნალების გაყიდვას ქუჩაში დადგმული სტენდებიდან / მაგიდებიდან – საქმიანობის ამ ნაწილში ; თ ) პირები – ამ კოდექსის 172- ე მუხლის „ დ “ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქმიანობის ნაწილში .
5.საკონტროლო - სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულების მქონე პირებმა უნდა უზრუნველყონ : ა ) საქართველოს კანონმდებლობით საკონტროლო - სალარო აპარატების ექსპლუატაციის ( გამოყენების ) წესების დაცვა ; ბ ) საქონლის / მომსახურების მიწოდების ღირებულების ნაღდი ფულით ანაზღაურებისას მომხმარებელზე საკონტროლო - სალარო აპარატის მიერ ამობეჭდილი ჩეკის გაცემა ( იმ შემთხვევის გარდა , როცა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით გაიცემა ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი ), რომელიც ადასტურებს საქონლის / მომსახურების მიწოდების ოპერაციასთან დაკავშირებით შესაბამისი ნაღდი ფულის გადახდის ფაქტს . 5 1 . პირი ვალდებულია საკონტროლო-სალარო აპარატის დაზიანების აღმოფხვრამდე შეაჩეროს საქონლის/მომსახურების მიწოდებისას მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორება.
6.ამ თავისა და ამ კოდექსის 139- ე მუხლის მიზნებისათვის , მომხმარებლად ჩაითვლება პირი , რომელიც ნაღდი ფულით ( სრულად ან ნაწილობრივ ) ანაზღაურებს მისთვის მიწოდებულ / მისაწოდებელ საქონელზე / მომსახურებაზე გადასახდელ თანხას , გარდა იმ შემთხვევისა , როდესაც თანხა ანაზღაურდება მისთვის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურების მიხედვით განსაზღვრული საქონლის / მომსახურების ღირებულების დასაფარავად . საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2546 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.28 საქართველოს 2006 წლის 2 მარტის კანონი №2716 - სსმ I, №7, 20.03.2006წ., მუხ.53 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272

