საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Article 97. საგადასახადო დეკლარაციაში ცვლილების ან / და დამატების შეტანა
1. თუ გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი თავის მიერ წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომებს, რომლებიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას (შემცირებას ან გაზრდას), იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება.
2. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ საგადასახადო დეკლარაციაში ცვლილების ან/და დამატების შეტანა წარედგინება საგადასახადო ორგანოს საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის ამოწურვამდე, შეცვლილი საგადასახადო დეკლარაცია ჩაითვლება თავდაპირველად წარდგენილად.
3. იმ პერიოდზე ან საკითხზე, რომელზედაც უკვე განხორციელდა საგადასახადო შემოწმება, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, შეამციროს ან გაზარდოს ამ პირის საგადასახადო ვალდებულება. აღნიშნულის შესახებ საგადასახადო ორგანოს უფროსი/მოადგილე გამოსცემს მოტივირებულ ბრძანებას. პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება ამ კოდექსით დადგენილი წესით. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86 თავი XII 1 მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენება საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2546 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.28
