შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
1.ამ კანონის თანახმად მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსთვის გასაშვილებელი ბავშვის შესახებ ანგარიშის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ცენტრალურმა ორგანომ უნდა მიიღოს პასუხი შეთავაზებული გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანაზე მშვილებლების ( მშვილებლის) პოზიციის თაობაზე.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსგან პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში მიიჩნევა, რომ მშვილებლები ( მშვილებელი) უარს ამბობენ ( ამბობს) შეთავაზებული გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანაზე.
3.თუ უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრებ მშვილებლებს ( მშვილებელს) სურთ ( სურს) შეთავაზებული გასაშვილებელი ბავშვის მონახულება, მონახულება ხდება ცენტრალური ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში და განსაზღვრული პირობებით.
4.უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრებ მშვილებლებს ( მშვილებელს) უფლება აქვთ ( აქვს), შეთავაზებულ გასაშვილებელ ბავშვს ჩაუტარონ ( ჩაუტაროს) სამედიცინო შემოწმება ცენტრალური ორგანოს თანხმობით. შეთავაზებული გასაშვილებელი ბავშვის სამედიცინო შემოწმების ჩატარების პირობებს განსაზღვრავს ცენტრალური ორგანო.
5.შეთავაზებული გასაშვილებელი ბავშვის მონახულებისთვის ან/ და სამედიცინო შემოწმების ჩატარებისთვის ( ასეთის არსებობის შემთხვევაში) დადგენილი ვადის დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო ცენტრალურ ორგანოს წერილობით აცნობებს მშვილებლების ( მშვილებლის) პოზიციას შეთავაზებული გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანის შესახებ. ამ ვადის გადაცილება შეთავაზებული გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანაზე უარის თქმად მიიჩნევა.
6.თუ უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები მშვილებლები ( მშვილებელი) თანახმა არიან ( არის) შეთავაზებული გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანაზე, მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო და ცენტრალური ორგანო შვილად აყვანის განსახორციელებლად შეთანხმების პროცედურებს იწყებენ.
These lawyers work in the legal area related to this article.