Article 13. ჰოსტინგი
1. მომსახურების მიმღების ინფორმაციის შენახვისას შუალედური მომსახურების მიმწოდებელი შენახულ ინფორმაციაზე პასუხისმგებელი არ არის, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა: ა) მას არ აქვს ფაქტობრივი ცოდნა უკანონო საქმიანობის ან ინფორმაციის შესახებ, ხოლო ზიანის ანაზღაურების თაობაზე სარჩელის შეტანის შემთხვევაში ის არ იცნობს იმ ფაქტებს ან გარემოებებს, რომლებითაც მჟღავნდება უკანონო საქმიანობის ან ინფორმაციის არსებობა; ბ) იგი უკანონო საქმიანობის ან ინფორმაციის შესახებ ფაქტობრივი ცოდნის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ ამოიღებს უკანონო ინფორმაციას ან მის ხელმისაწვდომობას შეზღუდავს.
