სახელმწიფო აუდიტის სამსახური ახორციელებს საქართველოში მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლს. ამ სფეროში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ა) მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა; ბ) მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული განცხადებების განხილვა; გ) მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება (ინსპექტირება); დ) საქართველოში მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება და მისი ინფორმირებულობის გაზრდა. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1289 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ





