Article 57. წვევამდელის სამხედრო აღრიცხვა
1. წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე პირის აყვანას ახორციელებს სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც იქმნება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
2. პირი ვალდებულია წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად გამოცხადდეს შესაბამისი უფლებამოსილი თანამდებობის პირის გამოძახებით.
3. წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე პირის აყვანა ხორციელდება იმ წლის 1 იანვრიდან 30 აპრილამდე პერიოდში, როდესაც მას 17 წელი შეუსრულდება, გარდა ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
4. წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანილ პირს წვევამდელი ეწოდება.
5. წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე შეიძლება აყვანილ იქნეს 17 წლიდან 27 წლამდე პირი, რომელიც სამხედრო აღრიცხვაზე არ იმყოფება. ამ პირის წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა ხორციელდება აღნიშნული ფაქტის გამოვლენისთანავე.
6. წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა ფორმდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
7. წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ გადაწყვეტილებას და სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს წვევამდელს აცნობს შესაბამისი უფლებამოსილი პირი.
