Article 59. სპეციალური სამხედრო აღრიცხვა
1. სპეციალურ სამხედრო აღრიცხვაზე აიყვანება სამხედრო მოსამსახურე ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი. იგი იხსნება წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან ან/და რეზერვისტის სამხედრო აღრიცხვიდან.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირის სპეციალურ სამხედრო აღრიცხვას ახორციელებს ის უწყება, რომელშიც იგი სამსახურს გადის.
3. სამხედრო მოსამსახურის ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში შესაბამისი უწყება ვალდებულია მისი გათავისუფლებიდან 2 კვირის ვადაში ამ პირის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, ხოლო თუ პირს რეგისტრაციის ადგილი არ აქვს − ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მის შესაბამის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს გაუგზავნოს დოკუმენტი ამ სამხედრო მოსამსახურის ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3815 – ვებგვერდი, 19.12.2023წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
თავდაცვის კოდექსი
