1.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია: ა) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის უფლებამოსილების მქონე სუბიექტის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე: ა.ა) გაუწიოს მას დახმარება იმ პირის ძებნაში, რომელიც თავს არიდებს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას ან სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გამოცხადებას/მის გავლას; ა.ბ) წარუდგინოს მას ინფორმაცია წვევამდელისთვის ნასამართლობის მოხსნის ან გაქარწყლების შესახებ; ბ) მიაწოდოს მას ინფორმაცია წვევამდელის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ, აგრეთვე წვევამდელის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების თაობაზე.

