1.პროფესიული სამხედრო მოსამსახურე (ამ თავის მიზნებისთვის შემდგომ − სამხედრო მოსამსახურე) პროფესიულ სამხედრო სამსახურს გადის ამ კოდექსის, მის საფუძველზე მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
2.პროფესიული სამხედრო სამსახური არის: ა) საკონტრაქტო − კონტრაქტზე დაფუძნებული, ნებაყოფლობითი, ვადიანი სამხედრო სამსახური; ბ) არასაკონტრაქტო − უვადო სამხედრო სამსახური.
3.საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებს მიეკუთვნებიან რიგითის, პირველი კლასის რიგითის, კაპრალის, კაპრალ-სპეციალისტის, უმცროსი სერჟანტის, სერჟანტის, უფროსი სერჟანტის, მასტერ-სერჟანტის, მთავარი სერჟანტის, ლეიტენანტის, უფროსი ლეიტენანტის, კაპიტნის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურეები.
4.არასაკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებს მიეკუთვნებიან მაიორის, ვიცე-პოლკოვნიკის, პოლკოვნიკის, ბრიგადის გენერლის, გენერალ-მაიორის, გენერალ-ლეიტენანტის, გენერლის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურეები.
5.საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეს პროფესიული სამხედრო სამსახურის გასავლელად უფორმდება კონტრაქტი.
6.არასაკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეს პროფესიული სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში პრივილეგიის მინიჭების ან/და ვალდებულების განსაზღვრის მიზნით შეიძლება გაუფორმდეს კონტრაქტი.
7.კონტრაქტის ფორმას ამტკიცებს მინისტრი.

