1.ამ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისათვის, როგორც წესი, გამოიყენება ამავე კანონის 75 3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელები შესაბამისი თანამიმდევრობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დისციპლინური გადაცდომის სახე მოითხოვს უფრო მკაცრი დისციპლინური სახდელის გამოყენებას.
2.ამ კანონის 75 3 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი არ გამოიყენება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მიმართ. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ . საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.
