1.კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ცენტრში გადამისამართება; ბ) კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მდგომარეობისა და მისი ინდივიდუალური საჭიროებების შეფასება; გ) კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის შესაბამის სერვისში/პროგრამაში ჩართვა; დ) კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ოჯახის სოციალური ფუნქციონირების მხარდამჭერი სერვისების უზრუნველყოფა და განვითარება; ე) კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის შესაბამის სერვისში/პროგრამაში მონაწილეობის მონიტორინგი; ვ) შესაბამისი სერვისის/პროგრამის დასრულების შემდეგ კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მდგომარეობის მონიტორინგის განხორციელება; ზ) ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართება.
2.კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მიმართ შეწყდება ამ კანონით განსაზღვრული პროცედურების განხორციელება, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ რომელიმე ეტაპზე გამოვლინდება მისი ქრონიკული ან დროებითი ფსიქიკური აშლილობა, გონებრივი განვითარების შეფერხება ან სხვაგვარი ფსიქიკური აშლილობა, რის გამოც მას არ შეუძლია თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათის ან მართლწინააღმდეგობის გაცნობიერება ან მისთვის ხელმძღვანელობა. ასეთ შემთხვევაში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევის საკითხი გადაწყდება „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 14. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სისტემაში მონაწილე უწყებები/დაწესებულებები და მათი ფუნქციები 1. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სისტემა აერთიანებს: ა) ცენტრს; ბ) საქართველოს პროკურატურას; გ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გამოძიების ორგანოებს; დ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს (შემდგომ − სააგენტო); ე) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მისი მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს/სკოლებს.
2.ცენტრი: ა) წარმართავს და კოორდინაციას უწევს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესს; ბ) ამუშავებს კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთან დაკავშირებით მიღებულ ინფორმაციას, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, აფასებს კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთან დაკავშირებულ ინდივიდუალურ გარემოებებსა და საჭიროებებს; გ) ახდენს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ჩართვას შესაბამის სერვისში/პროგრამაში; დ) შეიმუშავებს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სისტემის ეფექტიანობისთვის საჭირო სერვისების/პროგრამების კონცეფციებს; ე) უზრუნველყოფს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენლისთვის შესაბამისი მხარდამჭერი კონსულტაციის გაწევას; ვ) ხელს უწყობს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ოჯახის ჩართვას არსებულ სოციალური ფუნქციონირების მხარდამჭერ სერვისებში; ზ) ახორციელებს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის მონიტორინგს, რომლის ფარგლებშიც ახორციელებს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მიერ შესაბამისი სერვისის/პროგრამის შესრულების ზედამხედველობასა და მის მიერ მიღწეული შედეგების შეფასებას, აგრეთვე კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანზე დაკვირვებას შესაბამისი სერვისის/პროგრამის დასრულების შემდგომ; თ) აანალიზებს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში მიღებულ მონაცემებს, ამზადებს შესაბამის ყოველწლიურ ანგარიშებს და აქვეყნებს პერსონალური მონაცემების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დაცვით; ი) უზრუნველყოფს ამ კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
3.პროკურორი უზრუნველყოფს: ა) კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ცენტრში გადამისამართებას; ბ) ამ კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
4.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული გამოძიების ორგანოები უზრუნველყოფენ ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებას.
5.სააგენტო: ა) ცენტრის მიმართვის საფუძველზე უზრუნველყოფს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანისთვის წარმომადგენლის დანიშვნას; ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს ალტერნატიული ზრუნვის მიზნით კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის სახელმწიფო ზრუნვაში განთავსებას; გ) უზრუნველყოფს ამ კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
6.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები/სკოლები უზრუნველყოფენ: ა) არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში განთავსებული კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მიერ ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობას; ბ) ამ კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას. თავი IV კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესი






