Closest in meaning — including in other laws
საერთო სასამართლოების შესახებ
Always up-to-date legal framework
1.ამ კანონის XII 1 თავში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) მოსამართლესთან კომუნიკაცია – საერთო სასამართლოს მოსამართლესთან ნებისმიერი ფორმით ურთიერთობა, მათ შორის, მიმოწერა, საუბარი ტელეფონით ან სხვა ტექნიკური საშუალებით; ბ) პროცესის მონაწილე – პროკურატურის თანამშრომელი, გამომძიებელი, ადვოკატი, წარმომადგენელი, მხარე, მესამე პირი, აგრეთვე სისხლის სამართლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული საქმის განხილვაში მონაწილე სხვა პირი; გ) დაინტერესებული პირი – პირი, რომელიც დაინტერესებულია განსახილველი საქმის შედეგით და ამ მიზნით ცდილობს მოსამართლესთან კომუნიკაციას, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც მოსამართლის ან ზოგადად სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე ზემოქმედების მოხდენის მიზნით ცდილობს მოსამართლესთან არასათანადო კომუნიკაციას; დ) საჯარო მოსამსახურე – „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი; ე) სახელმწიფო მოსამსახურე – „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი; ვ) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი/პოლიტიკური თანამდებობის პირი – „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი/ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი.
2.ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) დასაბუთებული ვარაუდი – ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც მოცემული დისციპლინური საქმის წარმოების მასალების მიხედვით დააკმაყოფილებდა ნეიტრალურ მეთვალყურეს, რათა დაესკვნა მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის შესაძლო ჩადენა; ბ) ალბათობის მაღალი ხარისხი – ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისია ვარაუდის მაღალი ხარისხისათვის, რომ მოცემულ დისციპლინურ საქმეზე შეფარდებული იქნება შესაბამისი სახდელი. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3262 – ვებგვერდი, 10,08,2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის ორგანული კანონი №3796 – ვებგვერდი, 13.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
The amendments this article has been through
Refines the definition of 'interested party' to explicitly include individuals attempting improper communication with judges to influence cases or undermine judicial independence.
amending act №6544848Expands the definition of 'process participant' to include advocates, representatives, and third parties involved in legal proceedings; adds definitions for 'interested party', 'public official', 'state official', and 'political office holder'.
amending act №4733708The definition of 'Process Participant' is expanded to include advocates, representatives, parties, third parties, and other individuals involved in criminal, civil, or administrative cases.
amending act №4274417These lawyers work in the legal area related to this article.