Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
ლექსიკონიადმინისტრატორი
ლექსიკონი

ადმინისტრატორი

კანონში განსაზღვრული 4 განმარტება

წყაროები:საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ · მუხლი 2დაზღვევის შესახებ · მუხლი 2მიკრობანკების საქმიანობის შესახებ · მუხლი 2კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ · მუხლი 1

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

მუხლი 2

კომერციული ბანკის, მიკრობანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, დირექტორატის წევრი ან/და სხვა პირი, რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ აქვს კომერციული ბანკის/მიკრობანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქმიანობის დაგეგმვის, მართვის ან/და კონტროლის უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა (აღნიშნულ პირთა შესაბამისი პოზიციების ჩამონათვალს ამტკიცებს კომერციული ბანკის/მიკრობანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭო); საფინანსო სექტორის სხვა წარმომადგენლის შემთხვევაში − სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, დირექტორატის წევრი, აგრეთვე პირი, რომელიც უფლებამოსილია დამოუკიდებლად ანდა ერთ ან რამდენიმე პირთან ერთად საფინანსო სექტორის წარმომადგენლის სახელით აიღოს ვალდებულებები; ჰ ​ 7 ) სესხის გამცემი სუბიექტი – ნებისმიერი პირი ან ურთიერთდაკავშირებულ პირთა ჯგუფი, რომლის მიმართ ერთდროულად 20-ზე მეტ ფიზიკურ პირს (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეს) აქვს სასესხო/საკრედიტო ვალდებულება

დაზღვევის შესახებ

მუხლი 2

მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი (მათ შორის, დამოუკიდებელი წევრი), მზღვეველის ხელმძღვანელი პირი (მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული მზღვეველის ხელმძღვანელობის/ წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი), სადაზღვევო ბროკერის ხელმძღვანელი პირი (მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული სადაზღვევო ბროკერის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი), სადაზღვევო ბროკერის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი (არსებობის შემთხვევაში), იმ სადაზღვევო ბროკერის შემთხვევაში, რომელიც ინდივიდუალური მეწარმეა, − ინდივიდუალური მეწარმე, საპენსიო კომპანიის შემთხვევაში − საპენსიო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოსა და ხელმძღვანელი ორგანოს წევრი

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

მუხლი 2

მიკრობანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, დირექტორატის წევრი ან/და სხვა პირი, რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ აქვს მიკრობანკის საქმიანობის დაგეგმვის, მართვის ან/და კონტროლის უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა. აღნიშნულ პირთა პოზიციების ჩამონათვალს ამტკიცებს მიკრობანკის სამეთვალყურეო საბჭო

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

მუხლი 1

კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს, დირექტორატის წევრი, ან/და სხვა პირები, რომლებსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ აქვთ საბანკო საქმიანობების დაგეგმვის, მართვის ან/და კონტროლის უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა. შესაბამისი პოზიციების ჩამონათვალს ბანკის სამეთვალყურეო საბჭო ამტკიცებს

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge)