Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
ლექსიკონილიცენზია
ლექსიკონი

ლიცენზია

კანონში განსაზღვრული 7 განმარტება

წყაროები:მაუწყებლობის შესახებ · მუხლი 2ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ · მუხლი 3სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ · მუხლი 2სამშენებლო საქმიანობის შესახებ · მუხლი 3ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ · მუხლი 3ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ · მუხლი 2ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ · მუხლი 2

მაუწყებლობის შესახებ

მუხლი 2

ამ კანონისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კომისიის მიერ პირისათვის ამავე კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე მინიჭებული უფლება, მაუწყებლობა განახორციელოს განსაზღვრული პირობების დაცვით

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 3

კომისიის მიერ გადაწყვეტილების საფუძველზე პირისთვის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე მინიჭებული, ამ კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლება

სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ

მუხლი 2

ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე პირისათვის მინიჭებული უფლება, განუსაზღვრელი ვადით განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული სამეწარმეო საქმიანობა კანონით დადგენილი პირობების დაცვით

სამშენებლო საქმიანობის შესახებ

მუხლი 3

კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული სახელმწიფო ორგანოს სპეციალური ნებართვა, რომელიც მის მფლობელს აძლევს უფლებას განსაზღვრული პირობების დაცვით განახორციელოს საპროექტო-სამშენებლო საქმიანობა

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

მუხლი 3

ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე პირისათვის კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე მინიჭებული განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლება

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

მუხლი 2

განსაზღვრული ვადითა და სპეციალური პირობებით პირისთვის მინიჭებული სპეციალური უფლება, ისარგებლოს რადიოსიხშირული სპექტრით

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

მუხლი 2

„ ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ “ საქართველოს კანონის მე -3 მუხლის „ ა “ ქვეპუნქტით განსაზღვრული ლიცენზია

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge)