Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
ლექსიკონისაერთაშორისო გადაზიდვა
ლექსიკონი

საერთაშორისო გადაზიდვა

კანონში განსაზღვრული 3 განმარტება

წყაროები:საქართველოს საგადასახადო კოდექსი · მუხლი 8საქართველოს სარკინიგზო კოდექსი · მუხლი 2საქართველოს საგადასახადო კოდექსი · მუხლი 12

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 8

ავტოსატრანსპორტო საშუალებით, სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებით, საზღვაო სატრანსპორტო საშუალებით, შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებით ან საჰაერო ხომალდით მგზავრთა, საქონლის (მათ შორის, ფოსტის) სხვადასხვა სახელმწიფოში, რომელთაგან ერთ-ერთი საქართველოა, მდებარე ორ პუნქტს შორის განხორციელებული ნებისმიერი გადაზიდვა. ამასთანავე, საერთაშორისო გადაზიდვას არ მიეკუთვნება: ა) გადაზიდვა, რომელიც ხორციელდება მხოლოდ საქართველოს საზღვრების გარეთ მდებარე პუნქტებს შორის ან მხოლოდ საქართველოს საზღვრებში მდებარე პუნქტებს შორის; ბ) საქონლის მილსადენითა და ელექტროგადამცემი ხაზით გადაადგილება

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

მუხლი 2

ერთიანი სატრანსპორტო დოკუმენტით ტვირთის გადაზიდვა/გაგზავნა დანიშნულებისა და სატრანზიტო ქვეყნების საბაჟო ტერიტორიებზე, ერთი ან რამდენიმე ქვეყნის საზღვრის გადაკვეთით, ერთი ქვეყნის ნებისმიერი საბაჟო გამშვები პუნქტიდან მეორე ქვეყნის ერთი ან რამდენიმე შუალედური საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 12

ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალებით ტრანზიტის ან ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული ან იმპორტამდე (საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებამდე) ტვირთების გადაზიდვა, აგრეთვე ორი ქვეყნის გაგზავნისა და დანიშნულების პუნქტებს შორის შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებით მგზავრთა გადაყვანა

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge)