Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაწყლის შესახებმუხლი 2

წყლის შესახებ

მუხლი 2. ტერმინების განმარტებანი

რედაქცია №27 კონსოლიდირებული · 30 ივნ. 2023
თემები:ბუნებრივი რესურსები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111213141516171819202122232425

1.წყალსარგებლობა – წყლის რესურსების გამოყენება სასმელი, საყოფაცხოვრებო-კომუნალური, სამრეწველო, ენერგეტიკული, სასოფლო-სამეურნეო, სატრანსპორტო, სამეცნიერო, კულტურული, რეკრეაციული, ბალნეოლოგიური, სპორტის, ტურიზმის და სხვა მიზნებისთვის ტექნიკური საშუალებებით ან უამისოდ.

2.წყალმოსარგებლე – ფიზიკური ან იურიდიული პირი (საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის განურჩევლად), მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ახორციელებს წყალსარგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3.წყალაღება – წყლის ზედაპირული ან მიწისქვეშა ობიექტებიდან წყლის გარკვეული რაოდენობის ამოღება ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ან უამისოდ.

4.წყალჩაშვება სამეურნეო-საყოფაცხოვრებო, საწარმოო, სადრენაჟო, სანიაღვრე და სხვა წყლების ორგანიზებული ჩაშვება ზედაპირული წყლის ობიექტებში.

5.ტრანსსასაზღვრო წყლის ობიექტი – სასაზღვრო ზოლში განლაგებული მდინარე, ტბა და სხვა ზედაპირული წყალსატევი, რომლის ნაპირების მხოლოდ გარკვეული ნაწილი ეკუთვნის საქართველოს.

6.საქართველოს შიგა წყლები – მდინარეების, ტბების და სხვა წყლის ობიექტების წყლები, რომელთა ნაპირები მთლიანად ეკუთვნის საქართველოს; შავი ზღვის წყლები ხმელეთსა და ტერიტორიული წყლების ასათვლელად დადგენილ სწორ ამოსავალ ხაზებს შორის; საქართველოს ნავსადგურის წყლები, რომლებიც შემოსაზღვრულია ზღვის მხარეს ნავსადგურის ჰიდროტექნიკური ან მისი სხვა მუდმივი ნაგებობის უკიდურეს წერტილებზე გამავალი ხაზით.

7.მიწისქვეშა წყლები – წიაღისეული, წიაღში ნებისმიერ აგრეგატულ (თხევადი, მყარი, აირი), სტატიკურ თუ დინამიურ მდგომარეობაში არსებული წყალი.

8.საქართველოს ტერიტორიული წყლები – შავი ზღვის სანაპირო წყლების ნაწილი, რომლის სიგანეა 12 საზღვაო მილი და რომელიც აითვლება იმ წერტილების შემაერთებელი სწორი ამოსავალი ხაზებიდან, რომელთა კოორდინატებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

9.საქართველოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა – საზღვაო რაიონი, რომელიც აითვლება იმ სწორი ამოსავალი ხაზებიდან,რომლებიდანაც ხდება ტერიტორიული წყლების ათვლა და რომელთა სიგანეც არ აღემატება 200 საზღვაო მილს.

10.საქართველოს კონტინენტური შელფი – ზღვის ფსკერი და წყალქვეშა რაიონის წიაღი, რომელიც ვრცელდება სახმელეთო ტერიტორიის ბუნებრივი გაგრძელების მთელ მანძილზე ხმელეთის წყალქვეშა კიდის გარე საზღვრამდე 200 საზღვაო მილის მანძილზე, ან ვრცელდება არა უმეტეს 200 საზღვაო მილისა იმ სწორი ამოსავალი ხაზებიდან, რომლებიდანაც ხდება ტერიტორიული წყლების ათვლა, თუ ხმელეთის წყალქვეშა კიდის გარე საზღვარი არ ვრცელდება ამ მანძილზე.

11.კონტინენტური შელფის რესურსები – ზღვის ფსკერზე და მის წიაღში არსებული წიაღისეული და სხვა არაცოცხალი რესურსები,ზღვის ცხოველთა სამყაროს ის ობიექტები და სხვა ცოცხალი ორგანიზმები, რომლებიც მათი სარეწაო მოპოვებისათვის განსაზღვრულ პერიოდში მიმაგრებულნი არიან ზღვის ფსკერზე ან წიაღში, ან შეუძლიათ გადაადგილდნენ მხოლოდ ზღვის ფსკერზე ან მის წიაღში.

12.წიაღი – მიწის ზედაპირის, ნიადაგის და წყალსატევების ფსკერის ქვეშ არსებული ან ხმელეთის ზედაპირზე გაშიშვლებული დედამიწის ქერქის ნაწილი, რომელიც თანამედროვე მეცნიერულ-ტექნიკური საშუალებებით ხელმისაწვდომია შესასწავლად და გამოსაყენებლად.

13.წიაღისეული – წიაღში არსებული ბუნებრივი წარმონაქმნები.

14.სასარგებლო წიაღისეული – დაძიებული წიაღისეული, რომლის მოპოვება და გადამუშავება მეცნიერულ-ტექნიკური განვითარების თანამედროვე დონეზე შესაძლებელი, ეკონომიკურად მიზანშეწონილი და ეკოლოგიურად მისაღებია.

15.სასარგებლო წიაღისეულის საბადო – წიაღის გარკვეულ ფარგლებში ბუნებრივად კონცენტრირებული სასარგებლო წიაღისეული.

16.სამთო მინაკუთვნი – შესაბამისი სარგებლობის ლიცენზიით სივრცობრივად განსაზღვრული წიაღის უბანი, რომლის ფარგლებშიც წიაღით მოსარგებლეს ეძლევა წიაღით სარგებლობის უფლება.

17.გეოლოგიური მინაკუთვნი – წიაღის უბანი, რომლის სარგებლობაში გადაცემა ხდება მხოლოდ წიაღის მარაგის შესწავლის მიზნით.

18.მდგრადი განვითარება – საზოგადოების განვითარების ისეთი სისტემა, რომელიც გარემოს დაცვისა და საზოგადოების ეკონომიკური განვითარების ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ადამიანის ცხოვრების დონის ზრდას და მომავალი თაობების უფლებას–ისარგებლონ შეუქცევადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებებისაგან მაქსიმალურად დაცული ბუნებრივი რესურსებითა და გარემოთი.

19.მდგრადი განვითარების პრინციპები – პრინციპები, რომლებიც ინტეგრირებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1992 წლის რიო-დე-ჟანეიროს გარემოსა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციის მიერ მიღებულ „გარემოსა და განვითარების რიოს დეკლარაციის“, „21-ე საუკუნის გლობალური მდგრადი განვითარების პროგრამის – დღის წესრიგ 21-ის" და „ტყეების დაცვის, მდგრადი განვითარებისა და მართვის პრინციპების შესახებ არასაკანონმდებლო ვალდებულებათა განცხადების" დასკვნით დოკუმენტებში.

20.საქმიანობა – სამეწარმეო, სამეურნეო ან ყველა სხვაგვარი საქმიანობა, განსახლებისა და განვითარების გეგმებისა და პროექტების განხორციელება, ინფრასტრუქტურული პროექტების, განაშენიანებისა და სექტორული განვითარების გეგმების, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული წყლის, ტყის, მიწის, წიაღისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვის, გამოყენებისა და სარგებლობის პროექტებისა და პროგრამების განხორციელების ჩათვლით, ასევე არსებული საწარმოების მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია და ტექნიკური და ტექნოლოგიური განახლება, რომლებიც ახდენენ ან შეუძლიათ მოახდინონ გავლენა გარემოს მდგომარეობის ხარისხზე.

21.საქმიანობის სუბიექტი – საქმიანობის განმახორციელებელი საჯარო და კერძო სამართლის სუბიექტი.

22.( ამოღებულ ია – 25.03.2013, №494).

23.( ამოღებულ ია – 25.03.2013, №494) .

24.სამინისტრო – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

25.წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემა − ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომელიც განკუთვნილია ჩამდინარე წყლების გატარებისა და გაწმენდისათვის. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3161-სსმI, №19, 01.06.2001წ., მუხ.150 საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №624-სსმI, №35, 05.12.2008წ., მუხ.230 საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №494 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1 034 – ვებგვერდი, 23.09.2013წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1688 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 29 ივნისის კანონი №2755 – ვებგვერდი, 19.07.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №22 · ძალაშია 19 ივლ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 19 ივლ. 2018

    მე-2 მუხლს დაემატა 25-ე პუნქტი, რომელიც განსაზღვრავს წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემის ცნებას.

  2. 14 დეკ. 2017

    მე-2 მუხლში „სამინისტროს“ განმარტება ახლა გულისხმობს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს.

  3. 23 სექ. 2013

    მე-8 პუნქტში საქართველოს ტერიტორიული წყლების განმარტებაში კოორდინატების დამამტკიცებელი ორგანო პრეზიდენტის ნაცვლად მთავრობაა.

  4. 14 მაი. 2013· გამოქვეყნდა 5 აპრ. 2013

    მე-16 პუნქტში სამთო მინაკუთვნი განისაზღვრება „შესაბამისი სარგებლობის“ ლიცენზიით და შესწორდა მართლწერა; 22-ე და 23-ე პუნქტებიდან ამოღებულია გარემოსდაცვითი ნებართვისა და სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის განმარტებები.

  5. 5 დეკ. 2008

    მე-2 მუხლის მე-8 პუნქტში ამოღებულია სასაზღვრო პოლიციის მითითება; კოორდინატებს პრეზიდენტი ამტკიცებს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარდგინებით.

  6. 1 ივნ. 2001

    მე-8 პუნქტში ტერიტორიული წყლების ამოსავალი ხაზების კოორდინატების წარმდგენი ორგანო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ნაცვლად შსს-ის საქვეუწყებო დაწესებულება – სასაზღვრო პოლიციაა; ამასთან დაზუსტდა წინადადების ფორმულირება სიტყვით „რომელიც“.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 1შემდეგი მუხლი 3

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • წყალთსარგებლობის ლიცენზიასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 30 ივნ. 2023 · №27

  • 6 ცვლილება · ბოლო 19 ივლ. 2018
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 7 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 1

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

წყლის შესახებ

  • 31წყალსარგებლობის სახეობები
  • 53სპეციალური წყალსარგებლობის ძირითადი მიზნები და პირობები
  • 32საერთო წყალსარგებლობა

წყლის რესურსების მართვის შესახებ

  • 12წყალსარგებლობის ობიექტი და წყალსარგებლობის სახეები
  • 4ტერმინთა განმარტება
  • 13წყალსარგებლობის ზოგადი პირობები

წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება
  • 4პირველადი წყალმოსარგებლე

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 1კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება

სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 1ზოგადი დებულებები

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ

  • 1კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 60წყალსარგებლობის წესების დარღვევა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11601315332134124132
მითითებამნიშვნელობით ახლოსწყლის შესახებწყლის რესურსების მართვ…წყალმომხმარებელთა ორგა…ნავთობისა და გაზის შეს…სასმელი წყლის მიწოდები…სახელმწიფო საკუთრებაში…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 30 ივნ. 2023 · რედაქცია №27 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026