ლექსიკონი

სარგებლობაში პირველადი გადაცემა

კანონში განსაზღვრული 3 განმარტება

ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ სარგებლობაში გადაუცემელი ქონების სარგებლობაში გადაცემა საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის (შემდგომში – სახელმწიფო ორგანოები) და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის.

ქონების მმართველის მიერ სარგებლობაში გადაუცემელი სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოსა და მუნიციპალიტეტისათვის, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ სარგებლობაში გადაუცემელი ქონების სარგებლობაში გადაცემა ხელისუფლების ორგანოებისათვის ან საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ ტერმინთან დაკავშირებით

იურიდიული სერვისები, რომლებიც ამ ნორმებს ეხება

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge)