სამეურნეო საქმიანობის განხორციელების მიზნით სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების პირველადი წარმოება, მათ შორის, ამ პროდუქტების მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწაზე ან/და აღნიშნულ მიწასთან დაკავშირებულ ქონებაზე წარმოება. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ამ მიწისა და მასთან დაკავშირებული ქონების მოვლა და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების საწარმოებლად გამოსადეგ მდგომარეობაში შენახვა
სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა
კანონში განსაზღვრული 3 განმარტება
წყაროები:სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ · მუხლი 3სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ · მუხლი 3საქართველოს საგადასახადო კოდექსი · მუხლი 8
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ან მიწასთან დაკავშირებულ ქონებაზე განხორციელებული ყველა სახის სამეურნეო საქმიანობა და მასთან დაკავშირებული მომსახურება, აგრეთვე აკვაკულტურა, რომლებიც მოიცავს მცენარეული და ცხოველური (მათ შორის, ფრინველის, თევზის, აბრეშუმის ჭიის, ფუტკრის და სხვა) პროდუქტების წარმოებას, გადამუშავებას, დაფასოებას, შეფუთვას, შენახვას, გადაზიდვასა და რეალიზაციას
ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 41-ით გათვალისწინებული საქმიანობა
რას გთავაზობთ Legal.Ge ამ ტერმინთან დაკავშირებით
იურიდიული სერვისები, რომლებიც ამ ნორმებს ეხება
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge)

