Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებმუხლი 3

სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 10 დეკ. 2025
თემები:მიწის ნაკვეთის შეფასებასაკვები და სასმელისამრეწველო აღჭურვილობის და მანქანა-დანადგარების შეფასებაგანახლებადი ენერგიაDeFi ინვესტიცია და მოსავლიანობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სოფლის განვითარება − სოფლად ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი მდგრადობის გაძლიერება; ბ) სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა − სამეურნეო საქმიანობის განხორციელების მიზნით სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების პირველადი წარმოება, მათ შორის, ამ პროდუქტების მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწაზე ან/და აღნიშნულ მიწასთან დაკავშირებულ ქონებაზე წარმოება. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ამ მიწისა და მასთან დაკავშირებული ქონების მოვლა და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების საწარმოებლად გამოსადეგ მდგომარეობაში შენახვა; გ) დაკავშირებული საქმიანობა − პირველადი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების დამუშავებასთან/გადამუშავებასთან და მომსახურებასთან დაკავშირებული საქმიანობა, აგრეთვე აგროტურისტული საქმიანობა; დ) სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკა − სახელმწიფო პოლიტიკის იმ ძირითადი მიმართულებებისა და ღონისძიებების ერთობლიობა, რომელთა მიზანია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ პირთა შემოსავლების ზრდა და სოფლის განვითარება; ე) ფერმერული მეურნეობა − მიწის ნაკვეთი ან/და მიწის ნაკვეთზე დამაგრებული შენობა-ნაგებობა, რომელიც სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების პირველადი წარმოებისთვის ან სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების პირველადი წარმოებისა და დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისთვის გამოიყენება; ვ) სოფლად არსებული საწარმო − მიწის ნაკვეთი ან/და მიწის ნაკვეთზე დამაგრებული შენობა-ნაგებობა, რომელიც დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისთვის გამოიყენება; ზ) ფერმერი − ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც ფერმერულ მეურნეობაში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ან სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასა და დაკავშირებულ საქმიანობას ახორციელებს; თ) ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრი − ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების ერთიანი მონაცემთა ბაზა, რომელიც მოიცავს ინფორმაციას ფერმერისა და მის მიერ ფერმერულ მეურნეობაში განხორციელებული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შესახებ, აგრეთვე სოფლად მეწარმეობის, სოფლად არსებულ საწარმოში განხორციელებული დაკავშირებული საქმიანობისა და სახელმწიფოს მიერ განხორციელებული მხარდამჭერი ღონისძიებების თაობაზე; ი) მხარდამჭერი ღონისძიებები − სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობისა და სოფლის განვითარებისთვის განხორციელებული ღონისძიებები (მათ შორის, გადახდები); კ) მმართველი ორგანო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; ლ) გადამხდელი სააგენტო − მმართველი ორგანოს სისტემაში შემავალი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი − სოფლის განვითარების სააგენტო; მ) სოფელი − საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრული სოფელი; ნ) საბჭო − სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საბჭო; ო) სოფლად არსებული მეწარმე − ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც სოფლად არსებულ საწარმოში ახორციელებს დაკავშირებულ საქმიანობას.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2028 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 2შემდეგი მუხლი 4

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეფასება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • აგრარული სამართალისერვისის გვერდი
  • მზის პროექტების განვითარებასერვისის გვერდი
  • მზის ფერმის განვითარებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 10 დეკ. 2025 · №1

  • 1 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ

  • 4სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის მიზნები
  • 1კანონის მიზნები
  • 8მხარდამჭერი ღონისძიებები, მათი ბენეფიციარები და ბენეფიციართა ანგარიშვალდებულება

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ

  • 3კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება
  • 6სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის სფეროები

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

ტურიზმის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ

  • 2

პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ

  • 3კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

კულტურის შესახებ

  • 5ძირითადი ტერმინები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2325363324183
მნიშვნელობით ახლოსსასოფლო-სამეურნეო კოოპ…სასოფლო-სამეურნეო დანი…სოფლის მეურნეობისა და …მიწის მიზნობრივი დანიშ…ტურიზმის შესახებსამეწარმეო საქმიანობის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 10 დეკ. 2025 · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026