Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებმუხლი 3

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ

მუხლი 3. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 16 დეკ. 2022
თემები:საკვები და სასმელისამრეწველო აღჭურვილობის და მანქანა-დანადგარების შეფასებაDeFi ინვესტიცია და მოსავლიანობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ან მიწასთან დაკავშირებულ ქონებაზე განხორციელებული ყველა სახის სამეურნეო საქმიანობა და მასთან დაკავშირებული მომსახურება, აგრეთვე აკვაკულტურა, რომლებიც მოიცავს მცენარეული და ცხოველური (მათ შორის, ფრინველის, თევზის, აბრეშუმის ჭიის, ფუტკრის და სხვა) პროდუქტების წარმოებას, გადამუშავებას, დაფასოებას, შეფუთვას, შენახვას, გადაზიდვასა და რეალიზაციას; ბ) მიწასთან დაკავშირებული ქონება − უძრავი და მოძრავი ქონება, რომელიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელებისთვის; გ) სოფლის მეურნეობის პროდუქტი – სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შედეგად მიღებული პროდუქტი; დ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კოოპერატივის სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას და რომელსაც ამ კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი; დ 1 ) წევრი − ნებისმიერი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც იზიარებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის პრინციპებს. წევრები არიან მეპაიე, ასოცირებული წევრი და ინვესტორი წევრი; ე) ეკონომიკური მონაწილეობა – სასაქონლო ბრუნვაში მეპაიის მიერ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ფარგლებში წარმოებული/მიწოდებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ან/და გაწეული მომსახურების ღირებულების ხვედრითი წილი; ე 1 ) პაი − მეპაიის მიერ ეკონომიკური მონაწილეობისთვის საპაიო ფონდში ყოველწლიურად განხორციელებული სავალდებულო საპაიო შენატანი, რომელიც მეპაიეს აძლევს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობაში მონაწილეობის, ამ კოოპერატივის მოგებიდან დივიდენდის მიღებისა და საერთო კრებაზე ხმის უფლებას; ვ) საპაიო შენატანი – მეპაიის მიერ საპაიო ფონდში ფულადი სახით, ეროვნულ ვალუტაში განხორციელებული სავალდებულო შენატანი; ვ 1 ) დამატებითი შენატანი − სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საჭიროებიდან გამომდინარე, მეპაიის სურვილით, საპაიო ფონდში ფულით ან/და ფულად ღირებულებაში გამოხატული ქონებით განხორციელებული დამატებითი შენატანი, რომელიც მეპაიეს აძლევს ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით დამატებითი დივიდენდის მიღების უფლებას; ვ 2 . (ამოღებულია - 11.12.2019, №5498); ვ 3 . (ამოღებულია - 11.12.2019, №5498); ვ 4 ) ასოცირებული/ინვესტორი წევრის შენატანი − სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საჭიროებიდან გამომდინარე, ასოცირებული/ინვესტორი წევრის მიერ საპაიო ფონდში ფულით ან ფულად ღირებულებაში გამოხატული ქონებით განხორციელებული შენატანი, რომლის საფუძველზედაც ასოცირებული/ინვესტორი წევრი იღებს დივიდენდს ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით; ვ 5 ) საერთო კრება – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მმართველობის უმაღლესი ორგანო; ვ 6 ) სათათბირო ხმა − ასოცირებული/ინვესტორი წევრის უფლება, მონაწილეობა მიიღოს საერთო კრების დღის წესრიგის განსაზღვრასა და შესაბამისი საკითხების განხილვაში. გადაწყვეტილების მიღებისას სათათბირო ხმა მეპაიეთა ხმების საერთო რაოდენობაში არ ჩაითვლება; ზ) (ამოღებულია - 16.12.2022, №2434) ; თ) (ამოღებულია - 16.12.2022, №2434) . ი) (ამოღებულია - 16.12.2022, №2434); კ) სასაქონლო ბრუნვა – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ შესაბამის საანგარიშო პერიოდში წარმოებული/მიღებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და გაწეული/მიღებული მომსახურების ღირებულებათა ჯამი; ლ) სავალდებულო სარეზერვო ფონდი – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში აკუმულირებული თანხა, რომელიც გამოიყენება გაუთვალისწინებელი გარემოების დადგომისას, საერთო კრების გადაწყვეტილებით; მ) საპაიო ფონდი – პაისა და სხვა შენატანების ფულად ერთეულში გამოხატული ჯამური ღირებულება, რომლის ოდენობასა და განკარგვის წესს განსაზღვრავს საერთო კრება; ნ) (ამოღებულია - 11.12.2019, №5498); ო) მინიმალური პაი – საპაიო ფონდში განხორციელებული საპაიო შენატანის მინიმალური ზღვარი, რომელსაც ადგენს საერთო კრება; პ) სააგენტო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – სოფლის განვითარების სააგენტო. საქართველოს 2015 წლის 11 ნოემბრის კანონი №4495 - ვებგვერდი, 24.11.2015წ. საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5498 – ვებგვერდი, 23.12.2019წ. საქართველოს 2020 წლის 24 ივნისის კანონი №6415 – ვებგვერდი, 01.07.2020წ. საქართველოს 2022 წლის 16 დეკემბრის კანონი №2434 – ვებგვერდი, 27.12.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №10 · ძალაშია 27 დეკ. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 8 თებ. 2021 – 1 მარ. 2021 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 27 დეკ. 2022
  2. 1 მარ. 2021· გამოქვეყნდა 1 ივლ. 2020
  3. 1 იან. 2020· გამოქვეყნდა 23 დეკ. 2019
  4. 8 დეკ. 2015· გამოქვეყნდა 24 ნოე. 2015
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 2შემდეგი მუხლი 4

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • აგრარული სამართალისერვისის გვერდი
  • სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეფასებასერვისის გვერდი
  • ფერმის ოპერაციებისერვისის გვერდი
  • Yield farming სტრატეგიის დაგეგმვასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 16 დეკ. 2022 · №10

  • 4 ცვლილება · ბოლო 27 დეკ. 2022
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 6 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

გრანტების შესახებ 2

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ

  • 6სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის სფეროები
  • 11სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრები
  • 13²სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა უფლებები და მოვალეობები

სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ

  • 1კანონში გამოყენებული ძირითადი ტერმინები

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ

  • 2

პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ

  • 3კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

მეწარმეთა შესახებ

  • 226კოოპერატივის ცნება

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

  • 1ტერმინთა განმარტება

მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

ფაქტორინგის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1231261113²33226323
მითითებამნიშვნელობით ახლოსგრანტების შესახებსოფლის მეურნეობისა და …სამომხმარებლო კოოპერაც…სასოფლო-სამეურნეო დანი…სასოფლო-სამეურნეო კოოპ…სამეწარმეო საქმიანობის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 16 დეკ. 2022 · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026