პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან/და მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან: ლ.ა) პირი, რომელიც არის ერთი ეკონომიკური აგენტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ან ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი და იმავდროულად სხვა ეკონომიკური აგენტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ან ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია, რაც მას საშუალებას აძლევს, განახორციელოს ამ ეკონომიკური აგენტის პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტროლი; ლ.ბ) პირი, რომელიც არის ერთი ეკონომიკური აგენტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და იმავდროულად ფლობს სხვა ეკონომიკური აგენტის ხმის უფლების მქონე აქციების/წილის ისეთ ოდენობას, რომელიც მას საშუალებას აძლევს, განახორციელოს ამ ეკონომიკური აგენტის პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტროლი
ურთიერთდამოკიდებული პირები
კანონში განსაზღვრული 2 განმარტება
„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ურთიერთდამოკიდებული პირები.
რას გთავაზობთ Legal.Ge ამ ტერმინთან დაკავშირებით
იურიდიული სერვისები, რომლებიც ამ ნორმებს ეხება
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge)

