Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკა„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზემუხლი 12

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 12. სანოტარო ბიურო

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 20 ოქტ. 2023
თემები:საზოგადოებრივი ჯანმრთელობაგადაცემის პროცედურები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12344¹56789

1.ნოტარიუსს უნდა ჰქონდეს სანოტარო ბიურო, რომელიც მისი სამუშაო ადგილია. სანოტარო ბიუროს ადგილმდებარეობას ირჩევს ნოტარიუსი.

2.ნოტარიუსი ვალდებულია სანოტარო ბიუროს ადგილმდებარეობის, აგრეთვე მისი შეცვლის შესახებ აცნობოს საქართველოს ნოტარიუსთა პალატას.

3.სანოტარო მოქმედების შესრულება არ არის დამოკიდებული სანოტარო ბიუროს ადგილმდებარეობაზე. სანოტარო მომსახურება შეიძლება გაეწიოს ნებისმიერ პირს, მიუხედავად მისი ან/და გარიგების საგნის ადგილსამყოფლისა.

4.სანოტარო ბიუროს უნდა ჰქონდეს ფირნიში (აბრა) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ლოგოს გამოსახულებით. სანოტარო ბიურო უნდა იყოს იზოლირებული და კაპიტალური. სანოტარო ბიურო უნდა ქმნიდეს სათანადო პირობებს მოქალაქეთა ჯეროვანი და კომფორტული მომსახურებისათვის, უზრუნველყოფდეს სანოტარო დოკუმენტების შენახვას და დაცვას, სანოტარო მოქმედებათა საიდუმლოების დაცვას, სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის განკუთვნილი სივრცის გამოყოფას მოქალაქეთა მისაღებისაგან. ნოტარიუსი ვალდებულია სანოტარო ბიურო აღჭურვოს სანოტარო მოქმედებისათვის საჭირო ტექნიკური საშუალებებით (კომპიუტერი, პრინტერი, სკანერი, სატელეფონი და ინტერნეტკავშირი, ვებკამერა, საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე სხვა ტექნიკური საშუალებები).

4¹.სანოტარო ბიურო უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) სანოტარო ბიურო ან მისი ნაწილი არ უნდა მდებარეობდეს ნულოვანი ნიშნულის ქვევით; ბ) სანოტარო ბიურო ან მისი ნაწილი არ უნდა მდებარეობდეს შენობაში, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით არ არის ვარგისად აღიარებული ექსპლუატაციაში მიღებისთვის, გარდა იმ შენობისა, რომელიც, კანონმდებლობის შესაბამისად, არ ექვემდებარება ექსპლუატაციაში მიღებისთვის ვარგისად აღიარებას; გ) სანოტარო ბიუროს საერთო ფართობი, სველი წერტილის გარდა, უნდა შეადგენდეს არანაკლებ 30 მ 2 -ს, ხოლო ორი ნოტარიუსის საერთო ბიუროს შემთხვევაში - არანაკლებ 70 მ 2 -ს; დ) სანოტარო ბიუროში ერთდროულად ნოტარიუსის ორზე მეტი თანამშრომლის (თანაშემწე, თარჯიმანი ან სხვა) მუშაობის შემთხვევაში, სანოტარო ბიუროს საერთო ფართობი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 50 მ 2 -ს; ე) მოქალაქეთა მისაღები ან მოქალაქეთა მოსაცდელი სივრცის ფართობი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 15 მ​​​ 2 -ს და უნდა ჰქონდეს შესაბამისი ფართობის ფანჯარა, ხოლო თუ მოქალაქეთა მისაღები ან მოქალაქეთა მოსაცდელი სივრცე იმავდროულად ნოტარიუსის თანაშემწის სამუშაო ოთახია, მისი ფართობი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 20 მ 2 -ს ერთი თანაშემწის არსებობის შემთხვევაში, არანაკლებ 25 მ 2 -ს – ორი თანაშემწის არსებობის შემთხვევაში, ხოლო არანაკლებ 30 მ 2 -ს – სამი თანაშემწის არსებობის შემთხვევაში; ვ) ნოტარიუსის სამუშაო ოთახი არ უნდა იყოს ვინმესთან საზიარო, მას უნდა ჰქონდეს არანაკლებ 1 მ 2 ფართობის ფანჯარა, უნდა იყოს იზოლირებული თანაშემწის სამუშაო ოთახისა და მოქალაქეთა მისაღებისაგან და ამავდროულად უზრუნველყოფდეს სანოტარო მოქმედების საიდუმლოების დაცვას; ზ) სანოტარო ბიუროში თარჯიმნის მუშაობის შემთხვევაში მისი ფართობი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 40 მ​​​​ 2 -ს და თარჯიმანს უნდა ჰქონდეს ცალკე გამოყოფილი სამუშაო ოთახი; თ) მოქალაქისთვის განკუთვნილი ოთახის მოპირდაპირე კედლებს შორის მანძილი უნდა იყოს არანაკლებ 3 მეტრისა; ი) სანოტარო ბიუროში მოსახვედრად მოქალაქეს არ უნდა სჭირდებოდეს რაიმე ტიპის ნებართვა, საშვი ან წინასწარი ჩაწერა სხვა ორგანიზაციის წარმომადგენელი თანამშრომლის შუამავლობით ან კერძო ორგანიზაციის მიერ შექმნილი ისეთი ბარიერების გადალახვა, როგორიცაა დაცვის სამსახურის თანამშრომლის მიერ შემოწმება, ტურნიკეტი, შლაგბაუმი, ე.წ. ბოდისკანერი და სხვ.; კ) სანოტარო ბიუროს უნდა ჰქონდეს ბუნებრივი გზით განიავების შესაძლებლობა, უნდა იყოს აღჭურვილი შესაბამისი სტანდარტების მიხედვით მოწყობილი წყლის უწყვეტი მიწოდების სისტემით და უნდა იყოს ისეთ მდგომარეობაში, რომ მისი სველი წესით დალაგება იყოს შესაძლებელი; ლ) სანოტარო ბიუროში მუდმივად დაცული უნდა იყოს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები.

5.ორ ან ორზე მეტ ნოტარიუსს შეიძლება ჰქონდეს საერთო სანოტარო ბიურო. ნოტარიუსთა უფლებები და მოვალეობები საერთო სანოტარო ბიუროს მიმართ განისაზღვრება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით. საერთო სანოტარო ბიუროში თითოეული ნოტარიუსი სანოტარო მოქმედებას ასრულებს საკუთარი სახელით და ინდივიდუალურად აგებს პასუხს თავისი სამსახურებრივი საქმიანობისათვის. თითოეული ნოტარიუსის სამუშაო ოთახი ერთმანეთისაგან უნდა იყოს იზოლირებული იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს სანოტარო მოქმედებათა საიდუმლოების დაცვა. საერთო სანოტარო ბიურო უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს. საერთო სანოტარო ბიუროში ნოტარიუსებს უფლება აქვთ, ერთობლივად დაიქირაონ თანამშრომლები. საერთო სანოტარო ბიუროში დასაქმებული პირები ვალდებული არიან, საიდუმლოდ შეინახონ ცნობები, რომლებიც მათთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

6.ნოტარიუსი ვალდებულია სანოტარო ბიუროს შესასვლელში გამოსაჩენ ადგილზე გამოაკრას საინფორმაციო აბრა. აკრძალულია საინფორმაციო აბრაზე სარეკლამო ინფორმაციის განთავსება. საინფორმაციო აბრაზე შეიძლება გამოსახული იყოს მხოლოდ სანოტარო ბიუროს მისამართი (განთავსების ადგილი), ნოტარიუსის სახელი და გვარი, საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი და ნოტარიუსთა პალატის ლოგო. ნოტარიუსი ვალდებულია სანოტარო ბიუროს შესასვლელში გამოსაჩენ ადგილზე გამოაკრას ნოტარიუსთა პალატის მიერ განსაზღვრული სამუშაო გრაფიკი (სამუშაო დღეები და საათები).

7.ნოტარიუსთა პალატა უფლებამოსილია სანოტარო ბიუროებისათვის დაადგინოს ერთიანი ნიმუშის სანოტარო ფირნიში.

8.გამონაკლის შემთხვევაში, შესაბამის მუნიციპალიტეტში/მუნიციპალიტეტის ნაწილში სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობის ხარისხის გათვალისწინებით, ნოტარიუსის დასაბუთებული მიმართვისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე, შესაძლებელია დაშვებულ იქნეს ისეთი სანოტარო ბიუროს ფუნქციონირება, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლით გათვალისწინებულ ყველა პირობას. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაცია ნოტარიუსს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომლის განმავლობაშიც იგი ვალდებულია შესაბამისობაში მოიყვანოს სანოტარო ბიურო ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, ხარვეზების აღმოფხვრამდე, ნოტარიუსს არ აქვს უფლება განახორციელოს სანოტარო მომსახურება ამ ინსტრუქციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამო ბიუროში.

9.თუ სანატარო ბიურო ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს (გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), რაც დადასტურებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ შედგენილი შემოწმების აქტით,  ნოტარიუსს ეძლევა გონივრული ვადა სანოტარო ბიუროს ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად, ან სამუშაო ადგილად ამ მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი ახალი სანოტარო ბიუროს შესარჩევად, ისე, რომ არ დაირღვეს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 2 2 მუხლის მოთხოვნები. ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, ხარვეზების აღმოფხვრამდე, ნოტარიუსს არ აქვს უფლება განახორციელოს სანოტარო მომსახურება ამ ინსტრუქციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამო ბიუროში. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივნისის ბრძანება №125 - სსმ III, №77 01.07.2010, მუხ.1128 საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 6 ივნისის ბრძანება №93 - ვებგვერდი, 06.06.2012 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №208 - ვებგვერდი, 28.12.2016 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 10 აგვისტოს ბრძანება № 595 - ვებგვერდი, 10.08.2020 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №19 · ძალაშია 10 აგვ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 6 ივნ. 2012 – 1 იან. 2013 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 10 აგვ. 2020
  2. 1 იან. 2017· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2016
  3. 6 ივნ. 2012
  4. 1 ივლ. 2010
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 11შემდეგი მუხლი 12¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სანიტარიული ინსპექტირებასერვისის გვერდი
  • სანოტარო მომსახურებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 20 ოქტ. 2023 · №23

  • 4 ცვლილება · ბოლო 10 აგვ. 2020
  • 9 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 13სანოტარო ბიუროს თანამშრომელი
  • 11სანოტარო მოქმედების შესრულების ადგილი
  • 7ნოტარიუსის უფლებები

ნოტარიატის შესახებ

  • 19სანოტარო ბიურო
  • 3ნოტარიუსი
  • 21ნოტარიუსის შრომის ანაზღაურება და სანოტარო ბიუროს ფინანსები

სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ

  • 31სანოტარო მოქმედებათა შესასრულებლად გაწეული ხარჯების ანაზღაურება
  • 4საზღაურის გადახდევინების ვადა
  • 35კანონით უფლებამოსილ თანამდებობის პირთა მიერ სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის გადახდევინებული საზღაური

მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ

  • 20სანოტარო მედიაციის პროცესი
  • 19მედიატორი ნოტარიუსის შერჩევის წესი

საკონსულო საქმიანობის შესახებ

  • 23სანოტარო მოქმედებების შესრულება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
31435193211311723201912
მნიშვნელობით ახლოსნოტარიატის შესახებსანოტარო მოქმედებათა შ…სანოტარო მოქმედებათა შ…მიწის ნაკვეთებზე უფლებ…საკონსულო საქმიანობის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 20 ოქტ. 2023 · რედაქცია №23