ნოტარიატის შესახებ

მუხლი 19. სანოტარო ბიურო

რედაქცია №29 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ნოტარიუსს უნდა ჰქონდეს სანოტარო ბიურო, რომელიც მისი სამუშაო ადგილია. სანოტარო ბიუროს ადგილმდებარეობას ამ კანონის მე-11 მუხლის 2 1 პუნქტით გათვალისწინებული პირობების დაცვით ირჩევს ნოტარიუსი. მას უფლება აქვს, სამუშაოზე მიიღოს და სამსახურიდან გაათავისუფლოს პირები საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად და განკარგოს სანოტარო მოქმედების შესრულებით მიღებული შემოსავალი.

2.ორ ან ორზე მეტ ნოტარიუსს შეიძლება ჰქონდეს საერთო სანოტარო ბიურო. ნოტარიუსთა უფლებები და მოვალეობები საერთო სანოტარო ბიუროს მიმართ განისაზღვრება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით. საერთო სანოტარო ბიუროში თითოეული ნოტარიუსი სანოტარო მოქმედებას ასრულებს საკუთარი სახელით და პირადად აგებს პასუხს თავისი სამსახურებრივი საქმიანობისათვის. შესაძლებელია საერთო სანოტარო ბიუროს შექმნა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამეწარმეო იურიდიული პირის ფორმით, გარდა სააქციო საზოგადოებისა. სამეწარმეო იურიდიული პირის პარტნიორი ნოტარიუსი სანოტარო მოქმედებას ასრულებს საკუთარი სახელით და ამ იურიდიულ პირთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს სანოტარო მოქმედების შედეგად დამდგარი ზიანისათვის. ნოტარიუსი არ შეიძლება იყოს ამ მუხლით გათვალისწინებულ სამეწარმეო იურიდიულ პირში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე პირი.

3.ნოტარიუსს უფლება აქვს, სანოტარო საქმიანობის ორგანიზების მიზნით, იუსტიციის სამინისტროს თანხმობით შექმნას საერთო ბიურო ადვოკატთან, კერძო აღმასრულებელთან, თარჯიმანთან ან/და აუდიტორთან ერთად. ნოტარიუსისა და საერთო ბიუროს სხვა მონაწილეთა უფლებები და მოვალეობები საერთო ბიუროს მიმართ, აგრეთვე შემოსავლებისა და ხარჯების განაწილების წესი განისაზღვრება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის მისაღებად ნოტარიუსმა და საერთო ბიუროს სხვა მონაწილეებმა იუსტიციის სამინისტროს უნდა წარუდგინონ მომსახურების გაუმჯობესების გეგმა, რომლის შეფასების ძირითად კრიტერიუმებსაც განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი. საქართველოს 2012 წლის 16 მარტის კანონი №5851 – ვებგვერდი, 23.03.2012წ. საქართველოს 2015 წლის 10 დეკემბრის კანონი №4610 - ვებგვერდი, 22.12.2015წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №14 · ძალაშია 22 დეკ. 2015-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1814⁶33519¹1124¹3121312¹201919
მითითებამნიშვნელობით ახლოსნოტარიატის შესახებსანოტარო მოქმედებათა შ…მიწის ნაკვეთებზე უფლებ…ადვოკატთა შესახებსააღსრულებო წარმოებათა…სანოტარო მოქმედებათა შ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №29 · ბოლოს შემოწმდა