Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკა„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზემუხლი 12¹

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 12¹. სანოტარო საქმიანობის ორგანიზება

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 20 ოქტ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1., ,ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 და 19 1 მუხლების საფუძველზე ორგანიზებული საერთო ბიუროს ან ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამეწარმეო იურიდიული პირის მიერ, წარმოდგენილი სერვისების გაუმჯობესების გეგმა უნდა ასახავდეს მომსახურების სახეებს, რომელთა შეთავაზებაც შეუძლია საერთო ბიუროს ან სამეწარმეო იურიდიულ პირს მოქალაქეებისათვის, ასევე, სიახლეებს მომსახურების განხორციელების (მიწოდების) სფეროში, რომლის დანერგვაც სურს დასახელებულ საერთო ბიუროს ან სამეწარმეო იურიდიულ პირს.

2.,,ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 და 19 1 მუხლების საფუძველზე ორგანიზებული ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამეწარმეო იურიდიული პირის პარტნიორთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით (პარტნიორთა შეთანხმებით/წესდებით). ხელშეკრულება (პარტნიორთა შეთანხმება/წესდება) უნდა ითვალისწინებდეს ნოტარიუსის გადამწყვეტ ხმის უფლებას პარტნიორთა კრებაზე ან საზოგადოების სხვა ხელმძღვანელ ორგანოში სანოტარო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას. ხელშეკრულებით (პარტნიორთა შეთანხმებით/წესდებით) განსაზღვრული უნდა იყოს სამეწარმეო იურიდიული პირის პასუხისმგებლობა – სანოტარო მოქმედების შედეგად დამდგარი ზიანისათვის სოლიდარულად აგოს პასუხი ნოტარიუსთან ერთად. ხელშეკრულებით (პარტნიორთა შეთანხმებით/წესდებით) უნდა განისაზღვროს შემოსავლებისა და ხარჯების განაწილების წესი.

3.საერთო ბიუროს ან სამეწარმეო იურიდიული პირის შექმნის შემთხვევაში იუსტიციის სამინისტროში ასევე წარმოდგენილი უნდა იქნეს ფართის მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი. საერთო ბიუროს ან ასეთი სამეწარმეო იურიდიული პირის სამუშაო ადგილი არ უნდა იყოს 50 მ 2 -ზე ნაკლები.

4.იუსტიციის სამინისტროში წარმოდგენილი უნდა იქნეს საერთო ბიუროს მონაწილეების ან სამეწარმეო იურიდიული პირის შექმნის შემთხვევაში ამ იურიდიული პირის პარტნიორების პროფესიული დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი და/ან საერთო ბიუროს ან სამეწარმეო იურიდიული პირის პროფესიული დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი.

5.,,ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 და 19 1 მუხლების საფუძველზე ორგანიზებულ საერთო ბიუროს ან ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სამეწარმეო იურიდიულ პირს უფლება აქვს განახორციელოს საკუთარი სერვისების შესახებ ინფორმაციის გავრცელება მათ შორის ინტერნეტის მეშვეობით. დაუშვებელია არასათანადო რეკლამის განთავსება ან გავრცელება ან საერთო ბიუროს მონაწილეებისა ან სამეწარმეო იურიდიული პირის პარტნიორთა პროფესიული თვისებების რეკლამირება. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 27 მარტის ბრძანება №40 - ვებგვერდი, 28.03.2012 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 1 ოქტ. 2013-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 31 მარ. 2010 – 6 ივნ. 2012 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2013· გამოქვეყნდა 28 მარ. 2012
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 12შემდეგი მუხლი 13

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 20 ოქტ. 2023 · №23

  • 1 ცვლილება · ბოლო 28 მარ. 2012
  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 13სანოტარო ბიუროს თანამშრომელი
  • 12სანოტარო ბიურო
  • 20სანოტარო აქტის შედგენა იურიდიული პირის მონაწილეობით

ნოტარიატის შესახებ

  • 19¹სანოტარო საქმიანობის ორგანიზება
  • 19სანოტარო ბიურო
  • 24¹ნოტარიუსის მიერ შრომითი ხელშეკრულების დადება

ადვოკატთა შესახებ

  • 18საადვოკატო საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა

მეწარმეთა შესახებ

  • 41სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო
  • 6წესდება
  • 1კანონის

მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ

  • 20სანოტარო მედიაციის პროცესი

სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ

  • 31სანოტარო მოქმედებათა შესასრულებლად გაწეული ხარჯების ანაზღაურება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
183119¹1924¹13122020416112¹
მნიშვნელობით ახლოსნოტარიატის შესახებსანოტარო მოქმედებათა შ…ადვოკატთა შესახებმეწარმეთა შესახებმიწის ნაკვეთებზე უფლებ…სანოტარო მოქმედებათა შ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 20 ოქტ. 2023 · რედაქცია №23