Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს პროფესიული მარკეტფლეისი.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

სპეციალისტთა კატალოგი

სისხლის სამართალი ადვოკატისისხლის სამართალი იურისტისამოქალაქო სამართალი ადვოკატისამოქალაქო სამართალი იურისტიკორპორაციული და კომერციული სამართალი ადვოკატიკორპორაციული და კომერციული სამართალი იურისტიშრომის სამართალი ადვოკატიშრომის სამართალი იურისტისაგადასახადო სამართალი ადვოკატისაგადასახადო სამართალი იურისტიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა ადვოკატიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა იურისტი

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკა„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზემუხლი 25

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 25. სანოტარო მოქმედებაში არასრულწლოვნის მონაწილეობის ფორმალური პროცედურა. არასრულწლოვნის წარმომადგენელი

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 20 ოქტ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.არასრულწლოვანს გარიგების დადებისას წარმოადგენს კანონისმიერი წარმომადგენელი, ხოლო კანონისმიერი წარმომადგენლის არარსებობის შემთხვევაში სხვა წარმომადგენელი, რომელიც დანიშნულია კანონით დადგენილი წესით და აქვს უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი. კანონისმიერი წარმომადგენლის უფლებამოსილება დასტურდება არასრულწლოვნის დაბადების მოწმობით.

2.არასრულწლოვანს სანოტარო მოქმედებაში წარმოადგენს ერთ-ერთი კანონისმიერი წარმომადგენელი, თუ არასრულწლოვნის მშობელთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. არასრულწლოვნის საკუთრებაში არსებულ რეგისტრაციას დაქვემდებარებულ ნივთზე გარიგების დამოწმებისას ივარაუდება, რომ არასრულწლოვნის მშობელთა შეთანხმება ერთობლივი წარმომადგენლობის შესახებ არ არსებობს, თუკი ეს შეთანხმება არ არის რეგისტრირებული მარეგისტრირებელ ორგანოში.

3.არასრულწლოვნის კანონისმიერ წარმომადგენელს უფლება აქვს რაიმე სპეციალური ნებართვის, ან თანხმობის გარეშე გარიგების დადებისას ერთდროულად იმოქმედოს არასრულწლოვნის სახელითა და საკუთარი სახელით, თუკი არ არსებობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა.

4.თექვსმეტ წლამდე ასაკის არასრულწლოვანი გარიგებაში, რომელიც მოწმდება სანოტარო წესით (კერძო, ან საჯარო აქტის ფორმით), მონაწილეობს მხოლოდ კანონისმიერი წარმომადგენლის მეშვეობით და არა უშუალოდ.

5.თექვსმეტიდან თვრამეტ წლამდე ასაკის არასრულოვანი უფლებამოსილია გარიგება, რომელიც მოწმდება სანოტარო წესით (კერძო ან საჯარო აქტის ფორმით), დადოს პირადად (უშუალოდ) კანონისმიერი წარმომადგენლის თანხმობით. თანხმობა შეიძლება გამოიხატოს სანოტარო მოქმედების შესრულებისას კანონისმიერი წარმომადგენლის უშუალოდ დასწრებით ან სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობის წარმოდგენის გზით. დასწრების ფაქტი აღინიშნება სანოტარო აქტში და თანხმობის დასტურად აქტს ხელს აწერს არასრულწლოვნის კანონისმიერი წარმომადგენელიც, როგორც სანოტარო მოქმედების დამსწრე პირი.

6.თექვსმეტიდან თვრამეტ წლამდე ასაკის არასრულწლოვნის მონაწილეობით გარიგება, რომელიც მოწმდება სანოტარო წესით (კერძო ან საჯარო აქტის ფორმით), შეიძლება დაიდოს არასრულწლოვანი პირის უშუალო (პირადი) მონაწილეობის გარეშე კანონისმიერი წარმომადგენლის მონაწილეობითა და არასრულწლოვანი პირის თანხმობის გამოთხოვით ან თანხმობის გამოთხოვის გარეშე.

7.კანონით დადგენილ შემთხვევაში არასრულწლოვანი პირის თანხმობის სანოტარო წესით დამოწმებისას სავალდებულოა არასრულწლოვნის კანონისმიერი წარმომადგენლის დასწრება, რაც უნდა აისახოს თანხმობის აქტში. არასრულწოვნის თანხმობა ყველა შემთხვევაში უნდა შედგეს საჯარო აქტის ფორმით. თანხმობის აქტს ხელი უნდა მოაწეროს არასრულწლოვნის კანონისმიერმა წარმომადგენელმა და თვით არასრულწლოვანმა პირმა.

8.ამ მუხლის პირველი-მე-7 პუნქტებით დადგენილ ყველა შემთხვევაში სავალდებულოა არასრულწლოვნის კანონისმიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების შემოწმება, რის თაობაზეც სავალდებულოა აღინიშნოს სანოტარო აქტში.

9.არასრულწლოვანი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით დაქორწინდა სრულწლოვნების მიღწევამდე, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილეობს როგორც სრულწლოვანი. ამასთანავე, მან ნოტარიუსს უნდა წარუდგინოს ქორწინების მოწმობა.

წინა მუხლი 24შემდეგი მუხლი 26

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-10-20 · №23

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 27სანოტარო მოქმედების შესრულება უსინათლო, ყრუ და/ან მუნჯი, ან წერა-კითხვის არმცოდნე პირის
  • 20სანოტარო აქტის შედგენა იურიდიული პირის მონაწილეობით
  • 28სანოტარო მოქმედების შესრულება მინდობილობის (რწმუნებულების, დავალების ხელშეკრულების) საფუძველზე

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 63არასრულწლოვანის მიერ დადებული გარიგება
  • 1293მეურვისა და მზრუნველის თანხმობა, მხარდამჭერის მონაწილეობა გარიგების დადებისას
  • 65არასრულწლოვანის ემანსიპაცია

ნოტარიატის შესახებ

  • 48პირის ვინაობის, უფლებამოსილებისა და ქმედუნარიანობის დადგენა, წარმომადგენლის უფლებამოსილების შემოწმება და დოკუმენტების გამოთხოვა
  • 50სანოტარო დოკუმენტის ხელმოწერის წესი

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 29არასრულწლოვნის საქმის სასამართლოში განხილვაზე/საპროცესო მოქმედებაზე დასწრების უფლების მქონე პირები
  • 10არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის მონაწილეობა
  • 23არასრულწლოვანი მოწმის ინტერესების დასაცავად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილე პირები

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 38კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვნის მიერ წარდგენილი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6312936548502720282910233825
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…სანოტარო მოქმედებათა შ…ნოტარიატის შესახებარასრულწლოვანთა მართლმ…საერთაშორისო დაცვის შე…

ყოველთვის განახლებული სამართლებრივი ჩარჩო