Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკა„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზემუხლი 24

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 24. საჯარო და კერძო აქტის ენა

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 20 ოქტ. 2023
თემები:დოკუმენტების შესაბამისობაგადაცემის პროცედურები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.სანოტარო აქტი (საჯარო აქტი) უნდა შედგეს სახელმწიფო ენაზე. ამასთანავე, სანოტარო მოქმედების მონაწილის (მონაწილეების) მიერ სახელმწიფო ენის ან მისი დამწერლობის არცოდნისას, ნოტარიუსი სანოტარო მოქმედებას ასრულებს თარჯიმნის მონაწილეობით. ასეთ შემთხვევაში სავალდებულოა სანოტარო აქტი შედგეს კლიენტისთვის გასაგებ ენაზეც. თარჯიმნის მონაცემები შეიტანება სანოტარო მოქმედებათა რეგისტრაციის რეესტრსა და სანოტარო აქტში. თუ ნოტარიუსმა იცის შესაბამისი ენა, დოკუმენტს თარგმნის თვითონ და ამის შესახებ მიუთითებს აქტში, თუკი ამის წინააღმდეგი არ არის სანოტარო მოქმედების მონაწილე. ამასთანავე, სანოტარო მოქმედების მონაწილის თანხმობის გაცხადების შესახებ მითითება სავალდებულო არ არის. ივარაუდება, რომ მან ნოტარიუსის მიერ დოკუმენტის თარგმნის შესახებ თანხმობა გამოხატა.

2.თარჯიმანი უნდა აირჩიოს სანოტარო მოქმედების მონაწილემ, ხოლო რამდენიმე მხარის არსებობისას თარჯიმნის არჩევისათვის აუცილებელია ყველა მათგანის თანხმობა. აკრძალულია სანოტარო მოქმედების მონაწილე მხარის, ან მოწმის მიერ თარჯიმნის ფუნქციის შესრულება.

3.თარჯიმანი ვალდებულია ნოტარიუსს დაუდასტუროს, რომ მან იცის შესაბამისი ენა (ენები) და იძლევა სწორი თარგმნის გარანტიას. ამის შესახებ უნდა აღინიშნოს სანოტარო აქტში. უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება არ არსებობს, თუ თარჯიმანი არჩეულია გარიგების ყველა მხარის თანხმობით.

4.თარჯიმნის მიმართ ვრცელდება მოწმისათვის ამ ინსტრუქციით დადგენილი მოთხოვნები.

5.ნოტარიუსი ვალდებულია სანოტარო მოქმედების ყველა მონაწილე (თარჯიმნის ჩათვლით) გააფრთხილოს თარჯიმნობის გამომრიცხავი გარემოებების შესახებ, მაგრამ არ არის ვალდებული დოკუმენტურად შეამოწმოს ამ გარემოებათა არსებობა-არარსებობა. მხარემ და თარჯიმანმა უნდა დაადასტურონ თარჯიმნობის გამომრიცხავი გარემოებების არარსებობის შესახებ.

6.კერძო აქტზე ხელმოწერის ნამდვილობა შეიძლება დამოწმდეს ისე, რომ კერძო აქტი შედგენილი იყოს არასახელმწიფო ენაზე, თუკი ხელმომწერი ნოტარიუსის წინაშე აცხადებს, რომ მან იცის ის ენა, რომელზედაც შედგენილია კერძო აქტი ან გაცნობილია დოკუმენტის შინაარსს და არ საჭიროებს დოკუმენტის თარგმანს. ხელმომწერის ეს განცხადება შეტანილ უნდა იქნეს ნოტარიუსის დამადასტურებელ წარწერაში, რომელიც ყველა შემთხვევაში უნდა შედგეს სახელმწიფო ენაზეც.

7.ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ შემთხვევაში სანოტარო მოქმედების შესრულებისას თარჯიმნის მონაწილეობა არ არის სავალდებულო, თუკი ნოტარიუსს თარჯიმნის გარეშე შეუძლია დაადგინოს ხელმომწერის ნების გამოვლენის ნამდვილობა. ამის შესახებ ნოტარიუსმა უნდა მიუთითოს დამადასტურებელ წარწერაში. თუკი ნოტარიუსს ენის არცოდნის გამო არ შეუძლია ხელმომწერის ნების დადგენა, სანოტარო მოქმედება უნდა შესრულდეს თარჯიმნის მონაწილეობით. თარჯიმნის მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია უნდა აისახოს ნოტარიუსის დამადასტურებელ წარწერაში, ხოლო თარჯიმანმა ხელი უნდა მოაწეროს კერძო აქტზე.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 23 იან. 2012
წინა მუხლი 23შემდეგი მუხლი 25

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • იურიდიული თარგმანისერვისის გვერდი
  • იურიდიული თარჯიმნობასერვისის გვერდი
  • სანოტარო მომსახურებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-10-20 · №23

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2012-01-23
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 15საჯარო და კერძო აქტები
  • 29სანოტარო აქტზე ხელმოწერის წესი
  • 22დანართების ენა

ნოტარიატის შესახებ

  • 6სანოტარო მოქმედების ენა
  • 5სანოტარო მოქმედება
  • 50სანოტარო დოკუმენტის ხელმოწერის წესი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ

  • 5სახელმწიფო ენის გამოყენება ნორმატიულ აქტში

ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ

  • 33—
  • 11—

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 54თარჯიმნის უფლება-მოვალეობანი

მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ

  • 20სანოტარო მედიაციის პროცესი

სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ

  • 31სანოტარო მოქმედებათა შესასრულებლად გაწეული ხარჯების ანაზღაურება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
31546550152922331120524
მნიშვნელობით ახლოსნოტარიატის შესახებსანოტარო მოქმედებათა შ…აჭარის ავტონომიური რეს…ხელშეკრულება საქართველ…საქართველოს სისხლის სა…მიწის ნაკვეთებზე უფლებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 20 ოქტ. 2023