Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკა„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზემუხლი 27

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 27. სანოტარო მოქმედების შესრულება უსინათლო, ყრუ, სმენადაქვეითებული ან წერა-კითხვის არმცოდნე პირის მონაწილეობით

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 20 ოქტ. 2023
თემები:სანოტარო აქტების აღსრულება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112131415

1.სანოტარო მოქმედების მონაწილე წერა-კითხვის მცოდნე ყრუმ თავად უნდა წაიკითხოს აქტი და მკაფიოდ უნდა განაცხადოს, რომ დოკუმენტი თავად წაიკითხა, აქტი შეესაბამება მის ნებას და იგი იწონებს აქტს.

2.სანოტარო მოქმედების მონაწილე წერა-კითხვის მცოდნე სმენადაქვეითებულმა პირმა თავად უნდა წაიკითხოს აქტი და აქტის ბოლოს ნოტარიუსის ხელმოწერამდე თავისი ხელით უნდა დაწეროს, რომ დოკუმენტი თავად წაიკითხა, აქტი შეესაბამება მის ნებას და იგი იწონებს აქტს.

3.სანოტარო მოქმედების მონაწილე წერა-კითხვის მცოდნე ყრუ ან სმენადაქვეითებული პირის მოთხოვნით, ნოტარიუსი ვალდებულია სანოტარო მოქმედების შესრულებისას დაისწროს სპეციალისტი ან ის პირი, რომელმაც იცის ყრუ ან სმენადაქვეითებული პირის ენა და რომელიც დაადასტურებს მისი ნების შესაბამისობას სანოტარო მოქმედების შინაარსთან. ასეთი პირის მონაწილეობას უზრუნველყოფს სანოტარო მოქმედების მონაწილე წერა-კითხვის მცოდნე ყრუ ან სმენადაქვეითებული პირი. სხვა შემთხვევაში, სანოტარო მოქმედება სრულდება ნოტარიუსსა და წერა-კითხვის მცოდნე ყრუ ან სმენადაქვეითებულ პირს შორის წერილობითი კომუნიკაციის საშუალებით.

4.თუ სანოტარო მოქმედება სრულდება წერა-კითხვის მცოდნე უსინათლო პირის მონაწილეობით, ნოტარიუსი ვალდებულია წაუკითხოს მას სანოტარო აქტის ტექსტი, რის შესახებაც უნდა აღინიშნოს აქტში. უსინათლო პირის მოთხოვნის შემთხვევაში, სანოტარო მოქმედების შესრულებას ესწრება არანაკლებ ერთი მოწმე, რომელიც ნოტარიუსის თანდასწრებით აცნობს გარიგების ტექსტს უსინათლო პირს. უსინათლო  პირი გარიგებას ხელს აწერს პირადად ან მექანიკური ხელმოწერის (ფაქსიმილეს) საშუალებით. მექანიკური ხელმოწერის (ფაქსიმილეს) საშუალებით გარიგებაზე ხელის მოწერისას ხელმომწერმა წერა-კითხვის მცოდნე უსინათლო პირმა აგრეთვე უნდა წარმოადგინოს სანოტარო დოკუმენტი მექანიკური ხელმოწერის (ფაქსიმილეს) ნამდვილობის თაობაზე.

5.თუ სანოტარო მოქმედების მონაწილე უსინათლოს აქვს ბრაილის შრიფტით კითხვის უნარი, ასეთ შემთხვევაში, მისი სურვილისამებრ შესაძლებელია ამ შრიფტის გამოყენებით სანოტარო მოქმედების შესრულება. ბრაილის შრიფტის გამოყენებით სანოტარო მოქმედების შესრულებისას გამოიყენება ამ ინსტრუქციით თარჯიმნის მიმართ დადგენილი წესები. უსინათლო პირის მოთხოვნის შემთხვევაში, სანოტარო მოქმედების შესრულებას ესწრება არანაკლებ ერთი მოწმე. წერა-კითხვის მცოდნე უსინათლო პირი გარიგებას ხელს აწერს პირადად ან მექანიკური ხელმოწერის (ფაქსიმილეს) საშუალებით.

6.თუ სანოტარო აქტი ფორმდება წერა-კითხვის არმცოდნე პირის, წერა-კითხვის არმცოდნე უსინათლო, ყრუ ან სმენადაქვეითებული პირის მონაწილეობით, ნოტარიუსი ვალდებულია სანოტარო მოქმედება შეასრულოს მოწმის ან/და თარჯიმნის დახმარებით, რომელსაც შეუძლია მოცემულ პირს გააგებინოს საქმის არსი და დაადასტუროს თავისი ხელის მოწერით, რომ გარიგების შინაარსი შეესაბამება წერა-კითხვის არმცოდნე პირის, წერა-კითხვის არმცოდნე უსინათლო, ყრუ ან სმენადაქვეითებული პირის ნებას. აღნიშნულის შესახებ უნდა მიეთითოს სანოტარო აქტში. მოწმის ან/და თარჯიმნის მონაწილეობას უზრუნველყოფს წერა-კითხვის არმცოდნე პირი, წერა-კითხვის არმცოდნე უსინათლო, ყრუ ან სმენადაქვეითებული პირი.

7.თუ ანდერძი ფორმდება ყრუ, სმენადაქვეითებული, უსინათლო ან წერა-კითხვის არმცოდნე პირის მონაწილეობით, ნოტარიუსი მოქმედებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1361-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.

8.ნოტარიუსი ვალდებულია ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით დაადგინოს მოწმის ან/და თარჯიმნის ვინაობა. მოწვეული პირი ვალდებულია ნოტარიუსს დაუდასტუროს, რომ მან იცის ყრუ ან სმენადაქვეითებული პირის ენა და იძლევა ამ პირის ნების სრული და სწორი განმარტების გარანტიას. ნოტარიუსი აფრთხილებს მოწვეულ პირს არასწორი თარგმანისათვის პასუხისმგებლობის შესახებ, რის თაობაზეც სპეციალურად აღინიშნება გარიგების ტექსტში.

9.ამ მუხლის მე-8 პუნქტში მითითებული პირის მიმართ მოქმედებს თარჯიმნის მიმართ დადგენილი ნორმები.

10.ამ მუხლით გათვალისწინებული სანოტარო მოქმედებების შესრულებისას ნოტარიუსი ვალდებულია უზრუნველყოს სანოტარო მოქმედების მიმდინარეობის ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდვა შესაბამისი ტექნიკური საშუალების გამოყენებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სანოტარო მოქმედების მიმდინარეობის ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდვა, ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე,  შეუძლებელია. ვიდეოჩანაწერი უნდა ასახავდეს შესასრულებელი სანოტარო მოქმედების სრულ მიმდინარეობას და თან უნდა დაერთოს სანოტარო აქტს და სათანადოდ დაარქივდეს.

11.ნოტარიუსი ვალდებულია ამ მუხლით დადგენილი წესების დაცვის შესახებ მიუთითოს სანოტარო აქტში.

12.თუ სანოტარო მოქმედების მონაწილის ნაცვლად ან მასთან ერთად დოკუმენტს ხელს აწერს სხვა პირი ამ მუხლით დადგენილი რომელიმე მიზეზის გამო, ეს პირი შეიძლება იყოს სანოტარო მოქმედების მონაწილის ნათესავი ან სხვა პირი, მაგრამ ამავდროულად არ შეიძლება იყოს სანოტარო აქტის მონაწილე.

13.უსინათლო, ყრუ ან სმენადაქვეითებული პირის, ან წერა-კითხვის არმცოდნე პირის ნებისა და გარიგების შინაარსის შესაბამისობის დადასტურებისას მოწმის, თარჯიმნის ან სხვა პირის ხელმოწერა განიხილება ამ სანოტარო მოქმედების შემადგენელ ნაწილად და არ შეიძლება განხილულ იქნეს ცალკე მოქმედებად. ასეთ შემთხვევაში საზღაური გადაიხდევინება მხოლოდ იმ პირის/პირთა რიცხოვნობის გათვალიწინებით, რომლის/რომელთა კანონიერ ინტერესსაც ემსახურება ეს სანოტარო მოქმედება.

14.ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ​1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანოტარო მოქმედების შესრულებისას ნოტარიუსი ხელმძღვანელობს ამ მუხლით დადგენილი წესებით.

15.ამ მუხლით განსაზღვრული სანოტარო მოქმედებების შესრულებისას ნოტარიუსი ვალდებულია დარწმუნდეს, რომ სანოტარო აქტის მონაწილე პირებისათვის გასაგებია სანოტარო მოქმედების შინაარსი და მისი შედეგები, ასევე მათ მიერ გამოხატული ნების შესაბამისობა იმ ტექსტთან, რომელთან დაკავშირებითაც იქნა იგი გამოვლენილი. ნოტარიუსი ვალდებულია არ შეასრულოს სანოტარო მოქმედება, თუ ეჭვი ეპარება ამ მუხლით დადგენილი პირობების დაცულობაში და ვერ ადგენს ამ მუხლით გათვალისწინებული პირის ნების გამოვლენის ნამდვილობას. საქართველოს იუსტიციის მინიტრის 2018 წლის 3 დეკემბრის ბრძანება №356 - ვებგვერდი, 04.12.2018 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №17 · ძალაშია 1 იან. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2019· გამოქვეყნდა 3 დეკ. 2018
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 26შემდეგი მუხლი 28

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 20 ოქტ. 2023 · №23

  • 1 ცვლილება · ბოლო 3 დეკ. 2018
  • 6 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს სამოქა… 1361

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 29სანოტარო აქტზე ხელმოწერის წესი
  • 26მოწმეები
  • 24საჯარო და კერძო აქტის ენა

ნოტარიატის შესახებ

  • 50სანოტარო დოკუმენტის ხელმოწერის წესი
  • 6სანოტარო მოქმედების ენა
  • 48პირის ვინაობის, უფლებამოსილებისა და ქმედუნარიანობის დადგენა, წარმომადგენლის უფლებამოსილების შემოწმება და დოკუმენტების გამოთხოვა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 70¹წერა-კითხვის მცოდნე უსინათლო პირის მიერ გარიგების დადება
  • 1361ყრუს, წერა-კითხვის არმცოდნე ყრუს, უსინათლოს ან წერა-კითხვის არმცოდნე პირის ანდერძი
  • 1357სანოტარო ფორმა

საკონსულო საქმიანობის შესახებ

  • 23სანოტარო მოქმედებების შესრულება

სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ

  • 31სანოტარო მოქმედებათა შესასრულებლად გაწეული ხარჯების ანაზღაურება

მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ

  • 20სანოტარო მედიაციის პროცესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
31136170¹135750648292624232027
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…ნოტარიატის შესახებსანოტარო მოქმედებათა შ…საკონსულო საქმიანობის …სანოტარო მოქმედებათა შ…მიწის ნაკვეთებზე უფლებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 20 ოქტ. 2023 · რედაქცია №23