„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 26. მოწმეები

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 20 ოქტ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მოწმეთა დასწრება სავალდებულოა, თუ მოწმდება აქტი, რომლის ერთ-ერთი მონაწილე ყრუ, სმენადაქვეითებული, უსინათლო ან წერა-კითხვის არმცოდნე პირია და სანოტარო მოქმედების მიმდინარეობის ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდვა შეუძლებელია.

2.მოწმეთა დასწრება სავალდებულოა აგრეთვე კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.

3.მოწმეთა დასწრება სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ მოწმეთა დასწრებას მოითხოვს ნოტარიუსი ან სანოტარო აქტის რომელიმე მონაწილე. იმ შემთხვევაში, თუ სანოტარო მოქმედება სრულდება მოწმის მონაწილეობით ისე, რომ კანონმდებლობით არ არის დადგენილი მოწმის მონაწილეობის ვალდებულება, ნოტარიუსი ვალდებულია, დოკუმენტში მიუთითოს, ვისი მოთხოვნით ესწრება მოწმე სანოტარო მოქმედებას.

4.მოწმე უნდა იყოს სრულწლოვანი და ქმედუნარიანი პირი.

5.მოწმე უნდა იყოს წერა-კითხვის მცოდნე.

6.მოწმეს არ უნდა ჰქონდეს შეზღუდული სამოქალაქო ქმედუნარიანობა და სანოტარო მოქმედებით არ უნდა იღებდეს სარგებელს პირდაპირი ან არაპირდაპირი სახით.

7.მოწმე არ შეიძლება იყოს სანოტარო მოქმედების მონაწილე რომელიმე მხარის და/ან ნოტარიუსის ნათესავი აღმავალი და დამავალი ხაზით მესამე რიგის ჩათვლით , ასევე სანოტარო მოქმედების მონაწილე იურიდიული პირის დაქირავებული პირი.

8.თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. სანოტარო მოქმედების შესრულებას მოწმეები უნდა ესწრებოდნენ ნოტარიუსის მიერ დოკუმენტის წაკითხვის დაწყებიდან მაინც სანოტარო მოქმედების სრულად დასრულებამდე.

9.ნოტარიუსი ვალდებულია სანოტარო მოქმედების ყველა მონაწილე (მოწმის ჩათვლით) გააფრთხილოს მოწმეობის გამომრიცხავი გარემოებების შესახებ, მაგრამ არ არის ვალდებული დოკუმენტურად შეამოწმოს ამ გარემოებათა არსებობა-არარსებობა. მხარემ და მოწმემ უნდა დაადასტურონ მოწმეობის გამომრიცხავი გარემოებების არარსებობის შესახებ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 23 იანვრის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 23.01.2012 წ. საქართველოს იუსტიციის მინიტრის 2018 წლის 3 დეკემბრის ბრძანება №356 - ვებგვერდი, 04.12.2018 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №17 · ძალაშია 1 იან. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 3 დეკ. 2018

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
256145140148495050272962281226
მნიშვნელობით ახლოსსანოტარო მოქმედებათა შ…ნოტარიატის შესახებსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…ხელშეკრულება საქართველ…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №23